Super Mario Bros.
From Wikipedia, the free encyclopedia
Super Mario Bros. (სრული სახელი Super Mario Brothers) — პლატფორმერი თამაში, შემუშავებული კომპანია Nintendo R&D4-სა და გამოცემული Nintendo-ს მიერ, რომელიც წარმოადგენს Mario Bros-ის ფსევდოსიკველს. თავდაპირველად გამოვიდა იაპონიაში 1985 წლის 13 სექტემბერს.
Super Mario Bros. | |
---|---|
![]() თამაშის ყდა | |
დეველოპერ(ებ)ი | Nintendo R&D4 |
გამომცემელი | Nintendo |
სერია | Super Mario |
პლატფორმ(ებ)ი |
|
გამოსვლის თარიღი |
13 სექტ. 1985
|
ჟანრ(ებ)ი | პლატფორმერი |
რეჟიმ(ებ)ი |
ერთმოთამაშიანი მრავალმოთამაშიანი |
რეჟისორ(ებ)ი | სიგერუ მიამოტო |
პროდიუსერ(ებ)ი | სიგერუ მიამოტო |
დიზაინერ(ებ)ი |
სიგერუ მიამოტო ტაკაში ტეძუკა |
პროგრამისტ(ებ)ი |
ტოსიჰიკო ნაკაგო კაძუაკი მორიტა |
კომპოზიტორი | კოძი კონდო |
საიტი | ოფიციალური საიტი |
იგი არის პირველი თამაში სერიიდან Super Mario. Super Mario Bros-ში მოთამაშე მართავს პერსონაჟს მარიოს (თუ ორი მოთამაშე თამაშობს ერთ-ერთი ითამაშებს მარიოს ძმის პერსონაჟის ლუიჯის მხარეს), ის მოგზაურობს სოკოების სამეფოში (ინგლ. Mushroom Kingdom) რომ გადაარჩინოს პრინცესა.
2005 წელს IGN-ის გამოკითხვაში იგი დასახელეს ერთ-ერთ გავლენიან და ყველა დროის საუკეთესო ვიდეო თამაშად ისტორიაში. მას უკავშირებენ 1980-იანი წლების ვიდეო თამაშების კრიზისის დაძლევას.[5] ყველა დადებით თვისებასთან ერთად თამაში წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც, სამი ათწლეულის განმავლობაში ინარჩუნებდა მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი თამაშის ტიტულს 40 მილიონი ეგზემპლიარის ოდენობით,[6] მანამდე სანამ, 2009 წელს Wii Sports-მა არ მოხსნა აღნიშნული რეკორდი. კომერციულმა წარმატებამ განაპირობა თამაშის სხვა პლატფორმებზეც პორტირება.