The Killers
From Wikipedia, the free encyclopedia
The Killers — ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფი ლას-ვეგასიდან, ნევადიდან. ჩამოყალიბდა 2001 წელს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: ბრენდონ ფლაუერსი (ვოკალისტი, კლავიშისტი), დეივ კენინგი (გიტარისტი, ვოკალისტი), მარკ სტერმერი (ბას-გიტარა, ვოკალი) და რონი ვანუჩი უმცროსი (დასარტყმელი საკრავები). ჯგუფის სახელწოდება აღებულია გამოგონილი კოლექტივის ლოგოდან, რომელიც გამოჩნდა New Order-ის სიმღერის „Crystal“ მუსიკალური ვიდეოში.[1]
The Killers | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | ალტერნატიული როკი, ინდი-როკი, ახალი ტალღა, პოსტ-პანკი, ჰარტლენდ-როკი |
აქტიური | 2001–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Island, Vertigo, Marrakesh, Mercury |
წევრები |
ბრენდონ ფლაუერსი დეივ კენინგი მარკ სტერმერი რონი ვანუჩი უმცროსი |
ყოფილი წევრები |
დელ ნილი მეტ ნორკროსი ბრაიან ჰევენსი |
საიტი | thekillersmusic.com |
The Killers ვიკისაწყობში |
ჯგუფს გამოცემული აქვს ოთხი სტუდიური ალბომი: Hot Fuss (2004), Sam's Town (2006), Day & Age (2008) და Battle Born (2012). ოთხივე მოვხდა ბრიტანეთისა და ირლანდიის რესპუბლიკის ჩარტების #1 პოზიციაზე და მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა დაახლოებით 22 მილიონი ასლის ოდენობით.[2] ახალი ალბომი, Wonderful Wonderful, 2017 წელს გამოვა[3].
2023 წლის 15 აგვისტოს, შეკვეთილში გამართული კონცერტის დროს, ჯგუფის წევრებმა სცენაზე დაპატიჟეს აუდიტორიის წევრი, რომელიც რუსი აღმოჩნდა. ბრენდონ ფლაუერსმა ქართველებსა და რუსებს „ძმები“ უწოდა, რასაც აუდიტორიის პროტესტი და დიდი ნაწილის მიერ კონცერტის დატოვება მოყვა. ჯგუფს გამოსვლის დროზე ადრე დასრულება და სცენის დატოვება მოუწია. მოგვიანებით ჯგუფმა სოციალურ ქსელში მოდიში მოიხადა.[4]