The Wall Live (ტურნე)
From Wikipedia, the free encyclopedia
The Wall Live — ბრიტანელი როკ-მუსიკოს როჯერ უოტერსის 2010-2013 წლების მსოფლიო საკონცერტო ტურნე[1] . ეს იყო პირველი ტურნე, რომელზეც როჯერ უოტერსი, როგორც სოლო-შემსრულებელი, ასრულებდა ჯგუფ პინკ ფლოიდის მთლიან კონცეპტუალურ ალბომს The Wall. ამ ტურნემდე უკანასკნელად მან იგი ასეთი სახით წარმოადგინა 1990 წლის 21 ივლისს, ბერლინში.
ტურნეს პრომო-პოსტერი | ||||
დაწყების თარიღი | 15 სექტემბერი, 2010 | |||
---|---|---|---|---|
დასრულების თარიღი | 21 სექტემბერი 2013 | |||
კონცერტების რაოდენობა |
98 - ჩრდილოეთი ამერიკა 91 - ევროპა 15 - ოკეანეთი 15 - სამხრეთ ამერიკა სულ 219 | |||
|
კოულ მორტონის (Daily Mail) აზრით, „პინკ ფლოიდის The Wall-ის ტურნე-ვერსია არის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და რთული როკ-შოუ, რომელიც ოდესმე დადგმულა.“[2] დათვლილია, რომ ტურნეს მომზადებას სავარაუდოდ 60 მილიონი დოლარი დასჭირდა. [2] ჩრდილოეთ ამერიკაში მისმა პირველმა ეტაპმა 56 კონცერტიდან 89 მილიონი დოლარის შემოსავალი შეაგროვა. ეს იყო 2010 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში რიგით მეორე ყველაზე შემოსავლიანი და მსოფლიოში - რიგით მეექვსე ყველაზე შემოსავლიანი ტურნე.[3]
უოტერსი ამ შოუებს ანიჭებდა ანტიმილიტარისტულ დატვირთვას. ამასთან ერთად, მისივე თხოვნით, მნახველები მის ოფიციალურ საიტზე ტვირთავდნენ ომში დაღუპული საკუთარი ახლობლების ფოტოსურათებს, რომლებიც შემდგომში, კონცერტის დროს პროეცირდებოდა კედელზე.
უოტერსის წინა ტურნეების პერსონალიდან ამ ტურნეში მონაწილეობდნენ სნოუი უაიტი, დეივ კილმინსტერი, ჰარი უოტერსი და დეივ კილმინსტერი. დამატებითი ვოკალისტები იყვნენ კიპ, მარკ და მაიკლ ლენონები (ჯგუფიდან Venice). დეივიდ გილმორის სტროფებს ასრულებდა რობი უაიკოფი. დამატებითი გიტარისტის სახით მონაწილეობდა ჯ. ე. სმითი. ტურნეს მსვლელობისას, ლონდონის დარბაზში O2, 2011 წლის 12 მაისს, დეივიდ გილმორი და ნიკ მეისონი გამოჩნდნენ უოტერსთან Outside the Wall-ის შესრულებისას, თუმცა შოუს მთავარ მომენტად იქცა კედლის თავზე სიმღერაში Comfortably Numb დეივიდ გილმორის გამოჩენა და კომპოზიციაში ვოკალური და გიტარის პარტიების შესრულება. [4]