Uncut (ჟურნალი)
From Wikipedia, the free encyclopedia
Uncut (აგრეთვე ცნობილი როგორც UNCUT) — ყოველთვიური ბრიტანული ჟურნალი, რომელიც ლონდონში გამოიცემა. მისი ძირითადი თემაა მუსიკა, თუმცა ჟურნალი მიმოიხილავს როგორც ფილმებს, ასევე წიგნებს. ჟურნალს აქვს სპეციალური დამატება Uncut Legends, რომლის ესა თუ ის გამოცემა მთლიანად ეძღვნება ერთ შემსრულებელს.