Windows Phone 8.1
From Wikipedia, the free encyclopedia
Windows Phone 8.1 — Windows Phone-ის ბაზაზე მომუშავე სმარტფონების სისტემური განახლება. უახლესი საოპერაციო სისტემის პრეზენტაცია 2014 წლის 2 აპრილს, Microsoft-ის ყოველწლიურ კონფერენცია Build-ის ფარგლებში გაიმართა. ამ განახლების Preview ვერსიის გავრცელება 2014 წლის 14 აპრილს დაიწყო. აღნიშნული განახლება ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც საკუთარ სმარტფონზე იყენებდნენ დეველოპერულ აპლიკაცია „Preview for Developers“-ს.[4]
შემქმნელი | Microsoft Corporation და Nokia |
---|---|
წყაროს მოდელი | დახურული წყარო |
თავდაპირველი ვერსიის საბოლოო ვარიანტი |
14 აპრილი, 2014; 9 წლის წინ (2014-04-14)[1] |
ძირითადი ხელმისაწვდომობა |
15 ივლისი, 2014; 9 წლის წინ (2014-07-15) |
უკანასკნელი გამოშვება | 8.10.15116.125 / 10 აპრილი, 2015; 8 წლის წინ (2015-04-10) |
განახლების მეთოდი | Firmware over the air და Windows Phone Store |
მხარდაჭერილი პლატფორმები |
32 ბიტიანი ARM-არქიტექტურა |
ბირთვის ტიპი | ჰიბრიდული (NT-ის ბირთვი)[2] |
ლიცენზია | კომერციული დაპატენტებული პროგრამული უზრუნველყოფა |
წინა | Windows Phone 8 (2012) |
შემდეგი | Windows 10 Mobile (2015) |
ოფიციალური საიტი | ოფიციალური საიტის არქივი საიტზე Wayback Machine (archive index) |
მხარდაჭერის სტატუსი | |
2017 წლის 11 ივლისს შეწყდა მხარდაჭერა[3] |
Windows Phone 8.1-ის ოფიციალური გავრცელება 15 ივლისს დაიწყო, რომელსაც Lumia-სმარტფონებისთვის თან ახლდა საფირმო განახლება Lumia Cyan-იც. განახლების გავრცელების პირველ ფაზაში მოექცა ევროპის რამდენიმე სახელმწიფო დაწყებული ფინეთით, დამთავრებული ტაივანითა და არგენტინით. 2014 წლის აგვისტომდე განახლება ხელმისაწვდომი იყო პრაქტიკულად ყველა სმარტფონისთვის (გამონაკლისია Lumia 1520).[5]
Lumia 1520-ზე განახლების გავრცელება სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო.