VK (სერვისი)
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
Вконтакте — რუსული სოციალური ქსელი, რომელიც განთავსებულია დომენზე vk.com. ეკუთვნის კომპანია Vk-ს. SimilarWeb-ის მონაცემებით, „ВКонтакте“ მსოფლიოში მეოთხე ყველაზე პოპულარული საიტია, რუსეთში პირველი, უკრაინაში კი მეოთხე.[4] Alexa Internet-ის მონაცემებით საიტი მესამე ადგილზეა რუსეთში და უკრაინაში, მეორე - ბელარუსში და მეოცე მსოფლიოში.[5] რესურსი პირველად 2006 წლის 10 ოქტომბერს გაუშვეს, როგორც სოციალური ქსელი რუსული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის.[6] 2014 წლის იანვარში „ВКонтакте“-ს ყოველდღიური აუდიტორია შეადგენდა 60 მილიონ ადამიანს,[7][8] 2015 წლის იანვარში კი 70 მილიონს.[9] 2015 წლის 15 ივლისის მონაცემებით „ВКонтакте“-ს საშუალო ყოველდღიური აუდიტორია შეადგენდა 64 525 950 ადამიანს.[10] სოციალური ქსელის გენერალური დირექტორი 2014 წლიდან არის ბორის დობროდეევი, ოლეგ დობროდეევის შვილი.[11]
Remove ads
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads