თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი

From Wikipedia, the free encyclopedia

თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი
Remove ads

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისაქართველოში პირველი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, სადაც ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებს, მათ ისტორიას, კულტურას, ეკონომიკას, სამართალსა და ენებს შეისწავლიან.

სწრაფი ფაქტები აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, დაფუძნდა ...

აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი 1991 წელს დაფუძნდა, როგორც დამოუკიდებელი სასწავლო დაწესებულება. 2007 წლიდან იგი კახა ბენდუქიძის დაფუძნებული თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი სკოლა გახდა ბიზნესისა (ESM) სკოლასთან ერთად. ინსტიტუტს ხელმძღვანელობს პროფესორი გიორგი კაციტაძე.

ინსტიტუტი ყოველწლიურად ატარებს ახალგაზრდულ სამეცნიერო კონფერენციას „დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი კი აღმოსავლეთი“. ტრადიციულად, კონფერენციის თანამონაწილეები არიან ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, კატარის საელჩო საქართველოში, იაპონიის საელჩო საქართველოში, ჩინეთის საელჩო საქართველოში, კორეის საელჩო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, საინვესტიციო კომპანია „ჰუალინგ ჯგუფი“ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი. კონფერენციის მომხსენებლები არიან საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები.[1]

Remove ads

სქოლიო

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads