ალექსანდრე II (რუსეთი)
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ალექსანდრე II (რუს. Александр II Николаевич; დ. 29 აპრილი 1818, მოსკოვი — გ. 13 მარტი 1881, სანქტ-პეტერბურგი) — რუსეთის იმპერატორი 1855-1881 წლებში. ნიკოლოზ I-ის შვილი.
Remove ads
ბიოგრაფია
ალექსანდრე იყო რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის უფროსი ვაჟი.1855 წელს ავიდა რუსეთის საიმპერატორო ტახტზე. 1856 წელს, ყირიმის ომში განცდილი მარცხის შემდეგ მან ირწმუნა, რომ იმდროინდელ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით რუსეთი ჩამორჩენილი იყო, რის გამოც შეუდგა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელებას. იგი მიიჩნევდა, რომ რუსეთის გასაძლიერებლად აუცილებელი იყო ბატონყმობის გაუქმება და გლეხთა გათავისუფლება. ალექსანდრეს განზრახვამ არისტოკრატიის გაღიზიანება გამოიწვია. დიდი წინააღდმეგობის მიუხადავად,1861 წლის 19 თებერვალს იმპერატორმა გამოსცა ბრძანება ბატონყმობის გაუქმების შესახებ. მან ასევე გაატარა სასამართლო რეფორმა: ამიერიდან სასამართლოებში უკვე ადვოკატები იცავდნენ ბრალდებულებს. განათლების რეფორმის შედეგად სასწავლო დაწესებულებები გამოვიდა ეკლესიის დაქვემდებარებიდან და მასზე პასუხისმგებლობა საკრებულოებს დაეკისრა. 1863 წელს უნივერსიტეტებს მიენიჭა ფართო ავტონომია: ამიერიდან პროფესორებს, დეკანებსა და რექტორებს ირჩევდნენ მათი კოლეგები და არა სამინისტრო. უნივერსიტეტებში ჩაბარება შეეძლო საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელს. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამხედრო რეფორმას. ამ რეფორმების მიუხედავად ალექსანდრე II უძლური აღმოჩნდა მთლიანად რუსეთის გარდასაქმნელად. მას მტკიცედ სწამდა, რომ მეფის თვითმპყრობელობა ყველაზე მეტად შეეფერებოდა რუსეთის მმართველობას. ამ არათანმიმდევრული პოლიტიკის გამო, ხელისუფლება სულ უფრო არაპოპულარული ხდებოდა, რის გამოც იმპერატორი ტერორისტთა სამიზნედ იქცა. მასზე 6 თავდასხმა განახორციელეს. საბოლოოდ, 1881 წელს, მეექვსე თავდასხმა ალექსანდრესთვის საბედისწერო გამოდგა. „ნაროდნიკებმა“ იმპერატორი სასიკვდილოდ დაჭრეს. მის შემდეგ რუსეთის იმპერიის იმპერარატორი გახდა მისი ვაჟი, ალექსანდრე III.
Remove ads
წინაპრები
ალექსანდრე II-ის წინაპრები
Remove ads
ფოტო გალერეა
ალექსანდრე II-ის ფოტო. 1865 - ალექსანდრე II-ის ფოტო. 1871
- ალექსანდრე II-ის ფოტო, დახატა კონსტანტინე მაკოვსკიმ. 1881
- ალექსანდრე II-ის ფოტო
ალექსანდრე II-ის ძეგლი სოფიაში. ძეგლი გაკეთდა რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878) წლის ომის შემდგომ. ალექსანდრე II-ის ძეგლი პოლონეთში.
რესურსები ინტერნეტში
- The Assassination of Tsar Alexander II
- Insidious Siberian დაარქივებული 2012-02-14 საიტზე Wayback Machine.
- Alexander II - the Liberator. Russian-speaking forum.
წინამორბედი: ნიკოლოზ I |
რუსეთის იმპერეტორები 1855 - 1881 |
შემდეგი: ალექსანდრე III |
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads