ალექსანდრ შოვკოვსკი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ალექსანდრ შოვკოვსკი (უკრ. Олександр Володимирович Шовковський; დ. 2 იანვარი, 1975, კიევი, უკრაინა) — უკრაინელი ფეხბურთელი, მეკარე. იცავდა კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ეროვნული ნაკრების ღირსებას. უკრაინის თოთხმეტგზის ჩემპიონი, უკრაინის თასის ათგზის, უკრაინის სუპერთასის ექვსგზის და თანამეგობრობის თასის ოთხგზის მფლობელი კიევის „დინამოს“ შემადგენლობაში. 2006 წლის გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე უკრაინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ცხრაჯერ იყო დასახელებული უკრაინის წლის საუკეთესო მეკარედ.[1]
2018 წლიდან უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწეა.[2]
Remove ads
1994–2012 წლებში უკრაინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 92 შეხვედრას ატარებს.[3]
სტატისტიკა
ტიტულები
საკლუბო
- ჩემპიონი (14): 1993–94, 1994–95, 1995–96, 1996–97, 1997–98, 1998–99, 1999–2000, 2000–01, 2002–03, 2003–04, 2006–07, 2008–09, 2014–15, 2015–16
- თასის მფლობელი (10): 1995–96, 1997–98, 1998–99, 1999–2000, 2002–03, 2004–05, 2005–06, 2006–07, 2013–14, 2014–15
- თასის მფლობელი (6): 2004, 2006, 2007, 2009, 2011, 2016
- თასის მფლობელი (4): 1996, 1997, 1998, 2002
- ვალერი ლობანოვსკის მემორიალური ტურნირი
- ჩემპიონი (2): 2003, 2004
ინდივიდუალური
- უკრაინის წლის საუკეთესო მეკარე (9): 1994, 1997, 1998, 1999, 2003, 2004, 2005, 2006, 2011
- უეფა-ს ევროპა ლიგის საუკეთესო მეკარე: 2010–11
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ალექსანდრ შოვკოვსკი“ ვიკისაწყობში.
- Soccerway · Transfermarkt
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads