არაბიკის მასივი

მთიანი მასივი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში From Wikipedia, the free encyclopedia

არაბიკის მასივი
Remove ads

არაბიკის მასივი[1] — კირქვული მასივი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გაგრის ქედის დასავლეთ ნაწილში, მდინარეების ფსოუსა და ბზიფის წყალგამყოფი. აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან 2757,6 მ (მწვერვალი სპელეოლოგთა პიკი). აგებულია უმთავრესად ზედაიურული და ცარცული ასაკის კირქვებით, რომლებიც ღრმადაა დაკარგული; არის მრავალი უფსკრული, მღვიმე, ძაბრი, ჭა და კარსტული რელიეფის სხვა ფორმები. მასივის სიღრმეებში მრავალი გამოქვაბულია, მათ შორისაა მსოფლიოში ყველაზე უფრო ღრმა გამოქვაბულები — ვერიოვკინის მღვიმე და კრუბერის გამოქვაბული, ასევე არაბიკის კარსტული უფსკრული. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით, იზრდება ჯუჯა ღვიისა და ტირიფის ბუჩქნარი.

სწრაფი ფაქტები არაბიკის მასივი ...
Remove ads

ეტიმოლოგია

სახელწოდება მომდინარეობს აფხ. „არბაქ აიკადან“, რაც მამლის სავარცხელს (ბიბილოს) ნიშნავს, სწორედ მას წააგავს კირქვული მასივი. თუმცა, რუკებზე სხვა სახელი - არაბიკა დამკვიდრდა, რომელიც ისტორიულად ყველაზე ფართოდ გავრცელდა ჯერ საბჭოთა კავშირის[2][3] ტერიტორიაზე, შემდეგ კი საქართველოსა და რუსეთში.[4]

ლიტერატურა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads