აფხაზური ენა

კავკასიის ენა ნალაპარაკები აფხაზებისგან From Wikipedia, the free encyclopedia

აფხაზური ენა
Remove ads

აფხაზური ენა[1][2] (აფხ. Аԥсуа бызшәа[аpʰswa bəzʃʷa]— „აფსუა ბჷზშჿა“, ან მოკლედ აფხ. Аԥсшәа[аpʰsʃʷa]— „აფსშჿა“) — აფხაზურ-ადიღური ენათა ოჯახის აფხაზურ-აბაზური ჯგუფის ენა. აფხაზური ენის დღე — 27 ოქტომბერი.

სწრაფი ფაქტები

აფხაზურ ენაზე ლაპარაკობენ საქართველოსა (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) და თურქეთში. საქართველოში ამ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი შეადგენს დაახლ. 101.000 კაცს. თურქეთში აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა ზუსტი რიცხვის დადგენა თურქეთის რესპუბლიკაში არსებული არასაკმარისი დოკუმენტირებისა და ნაკლებად სანდო სახალხო აღწერის გამო ძნელია.

აფხაზურენოვანი მოსახლეობის შესახებ არსებული ოფიციალური და არაოფიციალური რიცხვობრივი მონაცემები მეტად საეჭვოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან. კერძოდ; ეს რიცხვი მერყეობს 4000-დან 39 000 კაცამდე.

აფხაზური ენის კუნძულად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გადმოღმა აჭარის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტსა, ასევე სირიაში არსებული რამდენიმე აფხაზურენოვანი დასახლებული პუნქტი.

აფხაზური ენა იუნესკო-ს გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაშია შეტანილი.[3]

Remove ads

სიტყვა „აფხაზის“ წარმოშობა

ეთნონიმი „აფხაზი“ ეტიმოლოგიური თვალსაზრისით ქართული წარმოშობის სიტყვა უნდა იყოს და სხვა ხალხთა ენებშიც ქართულიდან უნდა გადასულიყო (მაგ., ოსურად Абхази, ბერძნულად Αμπχαζία, რუსულად Абхазия, ინგლისურად Abkhazia, გერმანულად Abсhasien, თურქულად Abhazya, არაბულად أبخازيا, სპარსულად آبخاز). რაც შეეხება სპარსულ წყაროებს, აღსანიშნავია ერთი დეტალი; X საუკუნის საქართველოში უმოგზაურია ცნობილ სპარს პოეტს აბუ მანსურ მუჰამად იბნ აჰმად დაყიყის, რომელიც საქართველოს აფხაზეთად მოიხსენიებს.

Remove ads

ენის დახასიათება

აფხაზური ენა შედის აფხაზურ-ადიღურ ენათა ოჯახში. აფხაზური ენა აბაზურ ენასთან ერთად ქმნის ერთ ენობრივ ერთეულს.

აფხაზური ენა თანხმოვანთა განსაკუთრებული სიუხვით გამოირჩევა. ამავდროულად უჩვეულოდ ცოტაა ხმოვანთა რაოდენობა. აფხაზურ ენაში არის 2 დისტინქტიური ხმოვანი; ღია ხმოვანი a და დახურული ხმოვანი ə. იმისდა მიხედვით თანხმოვნების რა კონსტელაცია შეიქმნება, წარმოვთქვამთ როგორც e, i, o ან u. აბჟუურ დიალექტს 58 თანხმოვანი აქვს, ხოლო ბზიფურ დიალექტს კი 67 თანხმოვანი.

აფხაზურ ენას ახასიათებს აგლუტინაცია და წარმოადგენს ერგატიულ ენას. აფხაზური სქესს მხოლოდ ნაცვალსახელებში განარჩევს. არსებით სახელს აქვს შედარებით მარტივი მორფოლოგია — არსებობს ბრუნვის შეზღუდული რაოდენობა, სამაგიეროდ ზმნაა ძალიან რთული და კომპლექსური — ახასიათებს ძირითადად პრეფიგირება.

Remove ads

აფხაზური ენის დიალექტები

ენათმეცნიერთა აზრით აფხაზური ენა წარმოადგენს აფხაზურ-აბაზური ქვეჯგუფის ენას, რომელსაც დღევანდელი ცნობით აქვს ხუთი დიალექტი. ესენია: ბზიფური, აბჟუური, წებელდური, სეძური და ახჩიფსური. აქედან ორი (ბზიფური და აბჟუური) დიალექტი განთავსებულია დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე, ხოლო დანარჩენი სამი კი გვხვდება, მხოლოდ თურქეთში გადასახლებულ მუჰაჯირებს შორის.

ლექსიკა

  • გამარჯობა — აფხ. Асала́м[ასალამ];
  • დილა მშვიდობისა — აფხ. Шьыжьбзи́а[შჷჟბზია];
  • დღე მშვიდობისა — აფხ. Мшыбзи́а[მშჷბზია]);
  • საღამო მშვიდობისა — აფხ. Хәлыбзи́а[ხჿლჷბზია];
  • ნახვამდის — აფხ. Абзи́араз[აბზიარაზ];
  • ზღვა — აფხ. Амшы́н[ამშჷნ].

ანბანი

პირველი აფხაზური ანბანი 1862 წელს სლავურ-კირილური დამწერლობის საფუძველზე შეიმუშავა ბარონმა პეტერ ფონ უსლარმა, რომელიც 37 ასოსაგან შედგებოდა, მაგრამ 1905 წლიდან გრაფიკული ნიშნების რაოდენობა 55 ასომდე გაზარდეს. ცოტა უფრო მოგვიანებით ნიკო მარი შეეცადა კიდევ უფრო სრულ-ეყო ეს დამწერლობა, მაგრამ მან ლათინურ ანბანზე დაყრდნობით შექმნა კიდევ ერთი, ახალი ნაირ-სახეობა, რომელიც ამჯერად 75 ასო-ნიშანს მოიცავდა. ლათინურ ანბანს აფხაზები 1926-დან 1928-წლამდე გამოიყენებდნენ.
1937 წელს ქართული ანბანის საფუძველზე შემოიღეს აფხაზური დამწერლობა, მაგრამ ქართველებისაგან დისტანცირების სურვილის გამო აფხაზები 1954 წელს ისევ კირილიცას დაუბრუნდნენ.
ქართული ანბანის შემოღების ეს ფაქტი ხშირად გამხდარა აფხაზთა მიერ ქართველთა მიმართ საყვედურის მიზეზი, კერძოდ ბევრი აფხაზი ამ ისტორიულ ფაქტში გაქართველების მცდელობას ხედავს. თუმცა რამდენად უწყობს მათ ხელს საკუთარი ეროვნული სახის შენარჩუნებაში კირილური ანბანის (ე.წ. გრაჟდანკას) გამოყენება, უცნობია.[4]

საბოლოო ჯამში ენათმეცნიერები, რომლებიც სხვადასხვა დროს აფხაზური ანბანის შექმნაზე ზრუნავდნენ, იყვნენ პეტერ ფონ უსლარი, დიმიტრი გულია, კონსტანტინე მაჭავარიანი, ალექსეი ჭოჭუა და ნიკო მარი.

А а Б б В в Г г Гь гь Гә гә Ӷ ӷ Ӷь ӷь
Ӷә ӷә Д д Дә дә Е е Ж ж Жь жь Жә жә З з
Ӡ ӡ Ӡә ӡә И и К к Кь кь Кә кә Қ қ Қь қь
Қә қә Ҟ ҟ Ҟь ҟь Ҟә ҟә Л л М м Н н О о
П п Ԥ ԥ Р р С с Т т Тә тә Ҭ ҭ Ҭә ҭә
У у Ф ф Х х Хь хь Хә хә Ҳ ҳ Ҳә ҳә Ц ц
Цә цә Ҵ ҵ Ҵә ҵә Ч ч Ҷ ҷ Ҽ ҽ Ҿ ҿ Ш ш
Шь шь Шә шә Ы ы Ҩ ҩ Џ џ Џь џь ь ә
Remove ads

გრამატიკა

აფხაზურ ენაზე ყველა საზოგადო არსებითი და ზედსართავი სახელის, აგრეთვე, მასდარისა და მიმღეობის და სახელების ფორმა იწყება а-თავსართით.

а-баӷәаза, а-гәыла, а-ду, а-дәы, а-жә, а-кәац, а-қәаб და სხვები.

გამონაკლისი: a-თავსართის გარეშე იწყება ყველა სხვა მეტყველების ნაწილები.

иахьа, уаҵәы, иацы, ирласны, нанду, нхыҵ და სხვები.

  • პირის ნაცვალსახელებია:
მხ. რიცხვი მრ. რიცხვი
I პირიсара (სარა) — მეҳара (ჰარა) — ჩვენ
II პირიуара (უარა) — შენ (კაცი)

бара (ბარა) — შენ (ქალი)

шәара (შჿარა) — თქვენ
III პირიиара (იარა) — ის (კაცი)

лара (ლარა) — ის (ქალი)

иара (იარა) — ის (სხვა)

дара (დარა) — ისინი
  • არსებითი სახელი

აფხაზურში არსებით სახელებს არ აქვს სქესი, არამედ იყოფა ადამიანისა და ნივთთა კლასად. ადამიანთა კლასი თავის მხრივ იყოფა ქალისა და კაცის ქვეკლასებად.

ადამიანის კლასი ნივთთა კლასი
  • ადამიანის აღმინშვნელი საზოგადო არსებითი სახელები — ქალიშვილი, ვაჟი, ქალი, კაცი და ა. შ;
  • ადამიანის საკუთარი სახელები — დავითი, დაური, ლანა, ლიანა და ა. შ;
  • ეთნონიმები — აფხაზი, ქართველი, რუსი და ა. შ.
  • ნივთთა კლასში შედის დანარჩენი სახელები, მიუხედავად იმისა სულიერს
    აღნიშნავენ ისინი თუ უსულოს: ძაღლი, ცხენი, თბილისი, საზამთრო და ა. შ.
дарбан? (დარბან?) — ვინ?иарбан? (იარბან?) — რა?
„... + цәа“ (... + ცუა) — ები
аӡҕабцәа (აძღაბცუა) — გოგოები, аҷкәынцәа (აჭკუინცუა) — ბიჭები და სხვ.
„... + аа“ (... + აა) — კრებითი
ауаа (აუაა) — ადამიანები, аруаа (არუაა) — ჯარისკაცები და სხვ.
„... + кәа“ (... + ქუა) — ები
алақәа (ალაქუა) — ძაღლები, адәқьанқәа (ადუქიანქუა) — მაღაზიები და სხვ.
„... + რა“ (... + ра) — კრებითი
алра (ალრა) — თხემლნარი, аџьра (აჯრა) — მუხნარი და სხვ.
  • ზმნა

აფხაზურ ენაში გვხვდება ერთპირიანი, ორპირიანი, სამპირიანი და ხანდახან ოთხპირიანი ზმნები. ერთპირიანი ზმნის ფორმა შედარებით მარტივია. აფხაზურ ზმნას აქვს ორი — მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი. ზმნა გამოხატავს კლასს, აგრეთვე პირს: პირველს, მეორე და მესამეს.

აფზახური ზმნა შეიძლება იყოს მარტივი (მაგ.: атәара (а-тәа-ра), агылара (а-гыла-ра), абара (а-ба-ра), агара (а-га-ра)) და შედგენილი (მაგ.: абзиабара (а-бзиа-ба-ра), аԥатуқәцара (а-ԥату-қәҵа-ра), аԥсшәаҳәара (а-ԥсшәа-ҳәа-ра)).

მარტივი ზმნა შედგება: а — სალექსიკონო (ზოგადი) ფორმის პრეფიქსი, ფუძისაგან და ра — სუფიქსისაგან. უღლების დროს, პრეფიქსი — а და სუფიქსი — ра იკარგება.

აფხაზური ზმნის კლასოვან-პიროვან პრეფიქსებში გამოიყოფა პრეფიქსების ორი რიგი: დ-ს რიგის და ლ-ს რიგის. დ-ს რიგის ნიშანი (с, у, б, д, и) ზმნის დასაწყისში დგას, ხოლო ლ-ს რიგის პირის ნიშანი (с, у, б, и, л, и(а)) დ-ს რიგის მერე, ან დ-სა და ლ-ს შორის შეიძლება სხვა გრამატიკული ელემენტები იყოს განლაგებული:

ერთპირიან (გარდაუვალ) ზმნას რომელიც დ-რიგის ზმანს განეკუთვნება იწარმოება შემდეგნაირად:

მხ. რიცხვი მრ. რიცხვი
I პირიСара сцоит — მე მივდივარҲара ҳцоит — ჩვენ მივდივართ
II პირიУара уцоит — შენ (კაცი) მიდიხარ

Бара бцоит — შენ (ქალი) მიდიხარ

Шәара шәцоит — თქვენ მიდიხართ
III პირიИара дцоит — ის (კაცი) მიდის

Лара дцоит — ის (ქალი) მიდის

Иара (и)цоит — ის (სხვა) მიდის

Дара ицоит — ისინი მიდიან

ორპირიანი ზმნები ლ-რიგის ზმნებს განეკუთვნებიან და ისინი იწარმოებიან შემდეგნაირად:

თუ ობიექტი ადამიანის კლასს განეკუთვნება თუ ობიექტი ნივთთა კლასს განეკუთვნება
Иара дибоит — ის (კაცი) ხედავს ვიღაცას
Лара дылбоит — ის (ქალი) ხედავს ვიღაცას
Иара (и)ибоит — ის (კაცი) ხედავს რაღაცას
Лара илбоит — ის (ქალი) ხედავს რაღაცას
Иара иабоит — ის (სხვა) ხედავს რაღაცას

იმ ზმნებში რომელთა ნაცვალსახელის პირის ნიშნები с, шә, ҳ დგანან б, г, д, ж, жә, ӡ, ҩ თანხმოვნების წინ, მჟღერდებიან და გადადიან з, жә, аа-ში.

აფხაზურ ენაში ზმნები იყოფა სტატიკურ და დინამიკურ ზმნებად. მდგომარეობის და კუთვნილების აღმნიშვნელი ზმნები სტატიკურია, ხოლო მოქმედებისა და მოძრაობის — დინამიკური.

სტატიკური ზმნის ფუძედ ხშირად გამოიყენება არსებითი ან ზედსართავი სახელი:

ахәыҷы ბავშვი, дхәыҷуп ის ბავშვია
аԥшӡа ლამაზი, дыԥшӡоуп ის ლამაზია
абзиа კარგი, дыбзиоуп ის კარგია

დინამიკურ და სტატიკურ ზმნებში აწმყო სხვადასხვანაირად იწარმოება.

აწმყო (სტატიკური ზმნა)

სტატიკური ზმნებით აწმყოს ფორმა იწარმოება -уп / -оуп სუფიქსების მეშვეობით.

პირის ნიშანი + ზმნის ძირი + уп / -оуп

თუ ფუძე მთავრდება ხმოვანზე ან а-ზე, იქნება оуп (а+уп), თუ თანხმოვანზე ან ხმოვან ы-ზე, მაშინ — уп (о არ იქნება).

აწმყო (დინამიკური ზმნა)

დინამიკური ზმნებით აწმყოს ფორმა იწარმოება -оит / -уеит სუფიქსების მეშვეობით.

პირის ნიშანი + ზმნის ძირი + оит / уеит

თუ ფუძე მთავრდება ხმოვანზე, იქნება оит დაბოლოება, თუ თანხმოვანზე, аа-ზე ან ҳа-ზე, მაშინ — уеит.

ნაწმყო (სრული)

ნაწმყო სრული დრო იწარმოება -ит / -еит სუფიქსების მეშვეობით.

პირის ნიშანი + ზმნის ძირი + ит / еит

თუ ფუძე მთავრდება а ხმოვანზე, იქნება еит დაბოლოება, ყველა დანარჩენ შემთხვევაში იქნება — ит.

ნაწმყო (უსრული)

ნაწმყო სრული დრო იწარმოება -он / -уан სუფიქსების მეშვეობით.

პირის ნიშანი + ზმნის ძირი + он / уан

თუ ფუძე მთავრდება ხმოვანზე, იქნება он დაბოლოება, თუ თანხმოვანზე, аа-ზე ან ҳа-ზე, მაშინ — уан.

ნაწმყო (განუსაზღვრელი)

ნაწმყო განუსაზღვრელი დრო იწარმოება -н სუფიქსის მეშვეობით.

პირის ნიშანი + ზმნის ძირი + н

მყოფადი

მყოფადი დრო იწარმოება -п//шт სუფიქსების მეშვეობით.

პირის ნიშანი + ზმნის ძირი + п//шт

მყოფადი (კატეგორიული)

მყოფადის კატეგორიული ფორმა იწარმოება -рауп / -роуп სუფიქსების მეშვეობით.

პირის ნიშანი + ზმნის ძირი + рауп / роуп

თუ ფუძე მთავრდება а ხმოვანზე, იქნება роуп დაბოლოება, ყველა დანარჩენ შემთხვევაში იქნება — рауп???.

აწმყო
(სტატიკური)
აწმყო
(დინამიკური)
ნამყო
(სრული)
ნამყო
(უსრული)
ნამყო
(განუსაზღვრელი)
მყოფადი მყოფადი
(კატეგორიული)
I პირი (Сара)ис-ҭах-уп
с-гыл-оуп
ис-ф-оит
сы-ццак-уеит
сы-хәмар-ит
ис-ф-еит
ис-ф-он
сы-ццак-уан
с-ца-нис-фа-п
ис-фа-шт
сы-хәмар-роуп
ис-фа-роуп
II პირი (Уара)иу-ҭах-уп
у-гыл-оуп
иу-ф-оит
у-ццак-уеит
у-хәмар-ит
иу-ф-еит
иу-ф-он
у-ццак-уан
у-ца-ниу-фа-п
иу-фа-шт
у-хәмар-роуп
иу-фа-роуп
II პირი (Бара)иб-ҭах-уп
б-гыл-оуп
иб-ф-оит
бы-ццак-уеит
бы-хәмар-ит
иб-ф-еит
иб-ф-он
бы-ццак-уан
б-ца-ниб-фа-п
иб-фа-шт
бы-хәмар-роуп
иб-фа-роуп
III პირი (Иара)и(и)-ҭах-уп
д-гыл-оуп
и(и)-ф-оит
ды-ццак-уеит
ды-хәмар-ит
и(и)-ф-еит
и(и)-ф-он
ды-ццак-уан
д-ца-ни(и)-фа-п
и(и)-фа-шт
ды-хәмар-роуп
и(и)-фа-роуп
III პირი (Лара)ил-ҭах-уп
д-гыл-оуп
ил-ф-оит
ды-ццак-уеит
ды-хәмар-ит
ил-ф-еит
ил-ф-он
ды-ццак-уан
д-ца-нил-фа-п
ил-фа-шт
ды-хәмар-роуп
ил-фа-роуп
III პირი (Иара)иа-ҭах-уп
и-гыл-оуп
иа-ф-оит
и-ццак-уеит
иа-хәмар-ит
иа-ф-еит
иа-ф-он
и-ццак-уан
и-ца-ниа-фа-п
иа-фа-шт
и-хәмар-роуп
иа-фа-роуп
I პირი (Ҳара)иаҳ-ҭах-уп
ҳ-гыл-оуп
иаҳ-ф-оит
ҳа-ццак-уеит
ҳа-хәмар-ит
иаҳ-ф-еит
иаҳ-ф-он
ҳа-ццак-уан
ҳ-ца-ниаҳ-фа-п
иаҳ-фа-шт
ҳа-хәмар-роуп
иаҳ-фа-роуп
II პირი (Шәара)ишә-ҭах-уп
шә-гыл-оуп
ишә-ф-оит
шә-ццак-уеит
шә-хәмар-ит
ишә-ф-еит
ишә-ф-он
шә-ццак-уан
шә-ца-нишә-фа-п
ишә-фа-шт
шә-хәмар-роуп
ишә-фа-роуп
III პირი (Дара)ир-ҭах-уп
и-гыл-оуп
ир-ф-оит
и-ццак-уеит
и-хәмар-ит
ир-ф-еит
ир-ф-он
и-ццак-уан
и-ца-нир-фа-п
ир-фа-шт
и-хәмар-роуп
ир-фа-роуп
  • არსებითი სახელი

არსებითი სახელის ფორმა — გარდაქცევითობა

აფხაზურ ენაში არსებით სახელს ე. წ. გარდაქცევითობის ფორმა გააჩნია. აღნიშნული ფორმა იწარმოება შემდეგი ფორმულის მიხედვით: ₳ -....+ с

Аԥҳы́с — ქალი, ₳-ԥҳы́с+с (ԥҳы́сс) — ქალად;
Аҩы́за —მეგობარი, ₳-ҩы́за+с (Ҩы́зас) — მეგობრად;
Аԥа — შვილი (ვაჟი), ₳-ԥа+с (Ԥас) — შვილად.

არსებითი სახელის ფორმა — ინსრტუმენტალისი

აფხაზურ არსებით სახელს აგრეთვე აქვს ე/ წ/ ინსტრუმენტალისი. აღნიშნული ფორმა იწარმოება შემდეგი ფორმულის მიხედვით: ₳ -....+ ла

Аурды́н — ურემი, ₳-урды́н+ла (Уарды́нла) — ურმით;
Амашьы́на — მანქანა, ₳-машьы́на+ла (Машьы́нала) — მანქანით;
Адәы́ҕба — მატარებელი, ₳-дәы́ӷба+ла (Дәы́ҕбала) — მატარებლით.
  • რიცხვითი სახელი

აფხაზური ენაში თვლის სისტემა ოცობითია.

0 Аноль20 Ҩажәа40 Ҩынҩажәа60 Хынҩажәа80 Ԥшьынҩажәа
1 Акы21 Ҩажәи акы41 Ҩынҩажәи акы61 Хынҩажәи акы81 Ԥшьынҩажәи акы
2 Ҩба22 Ҩажәи ҩба42 Ҩынҩажәи ҩба62 Хынҩажәи ҩба82 Ԥшьынҩажәи ҩба
3 Хԥа23 Ҩажәи хԥа43 Ҩынҩажәи хԥа63 Хынҩажәи хԥа83 Ԥшьынҩажәи хԥа
4 Ԥшьба24 Ҩажәи ԥшьба44 Ҩынҩажәи ԥшьба64 Хынҩажәи ԥшьба84 Ԥшьынҩажәи ԥшьба
5 Хәба25 Ҩажәи хәба45 Ҩынҩажәи хәба65 Хынҩажәи хәба85 Ԥшьынҩажәи хәба
6 Фба26 Ҩажәи фба46 Ҩынҩажәи фба66 Хынҩажәи фба86 Ԥшьынҩажәи фба
7 Бжьба27 Ҩажәи бжьба47 Ҩынҩажәи бжьба67 Хынҩажәи бжьба87 Ԥшьынҩажәи бжьба
8 Ааба28 Ҩажәи ааба48 Ҩынҩажәи ааба68 Хынҩажәи ааба88 Ԥшьынҩажәи ааба
9 Жәба29 Ҩажәи жәба49 Ҩынҩажәи жәба69 Хынҩажәи жәба89 Ԥшьынҩажәи жәба
10 Жәаба30 Ҩажәи жәаба50 Ҩынҩажәи жәаба70 Хынҩажәи жәаба90 Ԥшьынҩажәи жәаба
11 Жәеиза31 Ҩажәи жәеиза51 Ҩынҩажәи жәеиза71 Хынҩажәи жәеиза91 Ԥшьынҩажәи жәеиза
12 Жәаҩа32 Ҩажәи жәаҩа52 Ҩынҩажәи жәаҩа72 Хынҩажәи жәаҩа92 Ԥшьынҩажәи жәаҩа
13 Жәаха33 Ҩажәи жәаха53 Ҩынҩажәи жәаха73 Хынҩажәи жәаха93 Ԥшьынҩажәи жәаха
14 Жәиԥшь34 Ҩажәи жәиԥшь54 Ҩынҩажәи жәиԥшь74 Хынҩажәи жәиԥшь94 Ԥшьынҩажәи жәиԥшь
15 Жәохә35 Ҩажәи жәохә55 Ҩынҩажәи жәохә75 Хынҩажәи жәохә95 Ԥшьынҩажәи жәохә
16 Жәаф36 Ҩажәи жәаф56 Ҩынҩажәи жәаф76 Хынҩажәи жәаф96 Ԥшьынҩажәи жәаф
17 Жәибжь37 Ҩажәи жәибжь57 Ҩынҩажәи жәибжь77 Хынҩажәи жәибжь97 Ԥшьынҩажәи жәибжь
18 Жәаа38 Ҩажәи жәаа58 Ҩынҩажәи жәаа78 Хынҩажәи жәаа98 Ԥшьынҩажәи жәаа
19 Зеижә39 Ҩажәи зеижә59 Ҩынҩажәи зеижә79 Хынҩажәи зеижә99 Ԥшьынҩажәи зеижә
რიცხვითი სახელები რიცხვითი სახელის წარმოების მოდელი მაგალითები
რაოდენობითი: ნივთთა კლასი₳+ფუძე+ба (ორიდან ათის ჩათვლით)акы ала, ҩба ала, хԥа ала… (ერთი ძაღლი, ორი ძაღლი, სამი ძაღლი...)
რაოდენობითი: ადამიანის კლასი₳+ფუძე+ҩыаӡәы, ҩыџьа, хҩык … (ერთი ადამიანი, ორი ადამიანი, სამი ადამიანი...)
რიცხვითი სახელი: რიგობითიА+რაოდენობითი რიცხვითი სახელი+тәиактәи, аҩбатәи, ахԥатәи… (პირველი, მეორე, მესამე...)
რიცხვითი სახელი: ჯერობითირაოდენობითი რიცხვითი სახელი+нтәхынтә, ԥшьытнә, ҩажәантә… (სამჯერ, ოთხჯერ, ოცჯერ...)
რიცხვითი სახელი: მიახლოებითირაოდენობითი რიცხვითი სახელი+ҟахԥаҟа, ԥшьбаҟа, ҩажәаҟа… (სამიოდე, ოთხიოდე, ოციოდე...)
რიცხვითი სახელი: კრებითი (ნ. კლ.)А+რაოდენობითი რიცხვითი სახელი+гьыахԥагьы, аԥшьбагьы (სამივე, ოთხივე)
რიცხვითი სახელი: კრებითი (ად. კლ.)ры+რაოდენობითი რიცხვითი სახელი+гьырыхҩыкгьы, рыԥшьҩыкгьы (სამივე, ოთხივე)
  • ზედასრთავი სახელი

აფხაზურ ენაში ზედსართავი სახელი შეიძლება იყოს ვიტარებითი და მიმართებითი.

ვითარებითი ზედსართავი სახელი მომდინარეობს სხვა მეტყველების ნაწილებისაგან აფიქსების დართვის გარეშე: ахьшәашәа, аҵар, аиҵбы, ашуәакәа, аҟаԥшь... ვითარებითი ზედსართავი სახელი შესატყვისებებში მსაზღვრელია და მოსდევს საზღვრულს (არსებით სახელს ან მეტყველების სხვა ნაწილს): аӡӷаб ԥшӡа, аҵәа хаа, ахаҵа ӷәӷәа, ахшыҩ ҵар...

ზედსართავი სახელის კითხვებია: дзеиԥшроузеи? როგორი? (სულიერი ადამიანი); изеиԥшроузеи? როგორი? (უსულო საგნები და ცხოველები).

მრავლობითის წარმოების დროს ვითარებით ზედართავ სახელს შეიძლება დაერთოს მხოლოდ სუფიქსი -қәа (аҩны ҳарак-қәа, аимаа бзиа-қәа, аҵкы ԥшӡа-қәа), მაგრამ аҳӷаб-цәа бзиа-қәа, аха-цәа ӷәӷәа-қәа.

შედარებითი და აღმატებითი ხარისხები:

მიმართებითი ზედსართავი სახელი იწარმოება სხვა მეტყველების ნაწილის ფუძეზე тә(ы)/тәи სუფიქსების დართვით: арӷьаратәи, армаратәи, ԥхьаҟатәи, ашьҭахьтәи, ҵаҟатәи, хыхьтәи.

  • თანდებულები

აფხაზურ ენაშ თანდებულები შედარებით ცოტაა. ისევე, როგორც ქართულში ისინი ადგილს, დროს, მიმართულებას აღნიშნავენ. აფხაზური თანდებულებია: -ахь (), -аҿы (), -ҟа (), -нӡа (), -ҟны (), -зы (), -шҟа (), -нтә(и) ().

1. თანდებულები -ахь, -ҟа, -аҿы, -зы, -ла, -нтә, -нтәи, -нӡа არსებით სახელთან შერწყმით იწერება.

არის შემთხვევები, როდესაც მიმართულების თადებულები წინადადებაში არ გამოიყენება, მაგრამ მიმართულების მიმართულება იგუისხმება: Лана лаб Аҟәа дцеит.

2. თუ სიტყვა მთავრდება თანხმოვანზე ან у, и, ӡ, е-ზე, თანდებულები -ашҟа, -аҿы, -аҿынӡа, -ахь, -аҟынӡа, -ҟынтә, -аҟны ცალკე იწერება:ақалақь ашҟа, ақалақь аҟынтәи, амахә аҿы, ашьха ашьапы аҟынӡа...
3. თანდებულები а ы-ს შემდეგ სიტყვასთან შერწმით იწერება:
4. თუ არსებითი სახეი მრავლობით რიცხვშია, არ აქვს მნიშვნელობა ხმოვანზე მთავრდება თუ თანხმოვანზე
5. ადამიანის კლასის არსებით სახელებთან თანდებულები ყოველთვის ცალკე იწერება.
  • ზმნის ბრძანებითი ფორმა
  • ზმნის კითხვითი ფორმა
  • ზმნის უარყოფითი ფორმა
Remove ads

ევლია ჩელები

აფხაზური ენის შესახებ არსებული პირველი ცნობები, რომლებიც დღემდე შემოინახა ХVII საუკუნის ცნობილ თურქ მოგზაურს ევლია ჩელების (Evliya Çelebi) ეკუთვნის. ევლია ჩელები თავის მოგზაურობას 1640 წელს შესდგომია და დაუსრულებია 1670 წელს. მას მოუვლია ყირიმი, რუმელია, ავსტრია, ალბანეთი, კრეტა, დალმაცია, თესალონიკი, აზერბაიჯანი, საქართველო და თავისი შთაბეჭდილებები ერთ წიგნად შეუკრავს, ხოლო წიგნისთვის კი „სეაჰათნამე“ (სამოგზაურო წიგნი) უწოდებია. მოგზაურს გარდა ზოგადი ცნობებისა არაბული ასოებით ჩაუწერია ზოგი აფხაზური სიტყვა. აფხაზური ენა ახალგაზრდა სამწერლობო ენაა.

Remove ads

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads