ასტრახანი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ასტრახანი (რუს. Астрахань) — ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი რუსეთში, ასტრახანის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. ქვემო ვოლგისპირეთისა და კასპიისპირეთის უძველესი ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. მიეკუთვნება ისტორიული ფასეულობების მქონე რუსეთის 115 ქალაქს. მდებარეობს ვოლგის დელტის ზემო ნაწილში, კასპიისპირა დაბლობის 11 კუნძულზე. ქალაქი დაყოფილია ოთხ ადმინისტრაციულ რაიონად: კიროვის, საბჭოთა, ლენინისა და ტრუსოვის. 2014 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 530 863 ადამიანს შეადგენდა. ფართობი 208,7 კმ²-ია.[4][5]
ქალაქი წარმოშობის სავარაუდო პერიოდად XIII საუკუნის მეორე ნახევარია მიჩნეული. ისტორიკოსი და აღმოსავლეთმცოდნე მიგამეტ საფარგალიევი მიიჩნევს, რომ ქალაქის წარმოშობა ოქროს ურდოს მიერ რელიგიად ისლამის მიღებასა და მუსლიმი რელიგიური პირებისთვის სხვადასხვა პრივილეგიების მინიჭებას უკავშირდება. XV საუკუნის 60-იანი წლებიდან იყო ასტრახანის სახანოს ცენტრი. XVI-XIX საუკუნეებში წარმოადგენდა აზიასთან ვაჭრობის მნიშვნელოვან პუნქტს. დღესდღეობით ქალაქში 17 სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი ცხოვრობს.
Remove ads
ისტორია
ასტრახანს ძველი ქართული წყაროები „აშტრახანს“ უწოდებენ. მდებარეობდა სავაჭრო გზების გადაკვეთაზე, რის შედეგად სწრაფად განვითარდა. 1395 წელს ასტრახანი თემურლენგმა დაარბია, მალე ისევ აღორძინდა და XV საუკუნეში წარმოქმნილი ასტრახანის სახანოს სატახტო ქალაქი გახდა. 1556 წელს ასტრახანი ივანე IV მრისხანემ დაიპყრო. 1558 წელს აშენდა ახალი ციხე-გალავანი. ამ დროიდან ასტრახანი რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის სასაზღვრო ციხესიმაგრედ იქცა. ასტრახანი ერთ-ერთი კერა იყო გლეხთა ანტიფეოდალური აჯანყებისა, რომელსაც სტეფანე რაზინი ხელმძღვანელობდა. 1705-1706 წლების დასაწყისში ასტრახანში იფეთქა დიდმა აჯანყებამ.
XV-XVIII საუკუნეებში ასტრახანზე გადიოდა საქართველოდან მოსკოვისაკენ მიმავალი გზა. ასტრახანში დროებით შეჩერებული თუ სამუდამოდ დასახლებული ქართველი მწერლები აქ ნაყოფიერ ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდნენ. ასტრახანში მნიშვნელოვანი ნაწარმოებები შექმნეს არჩილ მეფემ, მ. ბარათაშვილმა, ო. ქობულაშვილმა, ვახტანგ VI-მ, ნ. ორბელიანმა, ზ. გაბაშვილმა, ა. ამილახვარმა, მ. ბაგრატიონმა და სხვებმა. ასტრახანში არიან დაკრძალული ვახტანგ VI, თეიმურაზ II, ტ. გაბაშვილი, გაიოზ რექტორი.
1901 წელს ასტრახანში ჩამოყალიბდა სოციალ-დემოკრატიული ჯგუფი, 1903 წელს — რსდმპ კომიტეტი, რომელიც ქალაქში 1905 წელს საყოველთაო გაფიცვას ხელმძღვანელობდა. 1918 წლის 25 იანვარს (7 თებერვალს) შეიარაღებული აჯანყების შედეგად ასტრახანში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა.
ქალაქის ცენტრში დგას ქვის კედლებით გარშემორტყმული კრემლი (1580-1620, ოსტატები მ. ველიამინოვი, დ. გუბასტი) და მიძინების ტაძარი (1678-1710, დ. მიაკიშჩევი).
Remove ads
დაძმობილებული ქალაქები
Remove ads
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 644-645.
რესურსები ინტერნეტში
- ასტრახანის ადგილობრივი თვითმმართველობის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2009-03-30 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads