აქემენიანთა იმპერია

From Wikipedia, the free encyclopedia

აქემენიანთა იმპერია
Remove ads

აქემენიანების იმპერია (დიდი სპარსული იმპერია) — ძველი სახელმწიფო, რომელიც წარმოიშვა ირანის ტერიტორიაზე ძვ. წ. 558 წელს, ხოლო გაანადგურა ალექსანდრე მაკედონელმა ძვ. წ. 330 წელს. სპარსული სახელმწიფოს სათავეში აქემენიანთა დინასტია იყო.

სწრაფი ფაქტები
სწრაფი ფაქტები
Remove ads

ისტორია

ირანის პლატოზე ინდო-არიული ტომები პირველად ძვ. წ. X საუკუნეში გამოჩნდნენ. მანამდე აქ არა არიული ხალხი ელამები ცხოვრობდნენ, რომლებიც დრავიდებს ენათესავებოდნენ. ძვ. წ. VIII საუკუნის ბოლოს დაიწყო სპარსების სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ტრადიციისამებრ პირველი სპარსული დინასტიის ფუძემდებლად ითვლება ხახამანიში. მისი უახლოვესი ჩამომავლების შესახებ მხოლოდ ბუნდოვანი ცნობები შემორჩა. გავრცელებული ვერსიის თანახმად, ჩიშპიშის შემდეგ სპარსებს ორი დინასტია (უფროსი და უმცროსი) ჰყავდათ. უფროსი მართავდა ელამთა დედაქალაქში — არშამაში, სად მართავდნენ უმცროსი დინასტიის წარმომადგენლები, უცნობია. ამ ორი შტოს ურთიერთობის შესახებ არანაირი ცნობები არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ რომ, უმცროსი აქემენიდები ძვ. წ. VI საუკუნის შუა პერიოდიდან აღარ ითვლებოდნენ მეფეებად.

კიროს II, სპარსეთის მძლავრი სახელმწიფოს ფუძემდებელი, მართავდა ანშანაშიც და ფარსშიც, ხოლო არშამას შვილიშვილი დარიოს I გამეფებამდე უბრალო მეომარი იყო და არავითარი სამეფო პრივილეგიებით არ სარგებლობდა. ჰეროდოტეს თანახმად იგი მხოლოდ თავისი სიმამაცის გამო გახდა მეფე, და არა იმიტომ რომ აქემენიდების გვარის იყო. თუმცა ძვ. წ. VI საუკუნემდე უფროსი აქემენიდებიც მხოლოდ მიდიის მეფის მორჩილები იყვნენ.

კიროს II-ს დროს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. 25 წლიანი ომების შედეგად მან დაიპყრო მეზობელი სახელმწიფოები და სპარსეთი წინა აზიის უძლიერეს იმპერიად აქცია. ძვ. წ. V საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდან სპარსეთი შიდა არეულობებმა დაასუსტა. ძვ. წ. 424 წელს, არტაქსერქსე I-ს სიკვდილის შემდეგ გამეფდა მისი ვაჟი ქსერქსე II, მაგრამ გამეფებიდან 45 დღეში იგი საკუთარ საძინებელში მოკლეს. მათ ტახტზე მისი ნახევარ ძმა სოგდიანე აიყვანეს. მან მხოლოდ 7 თვე დაჰყო ტახტზე, თუმცა ბევრი სატრაპი მას არ სცნობდა კანონიერ მეფედ. ძვ. წ. 423 წელს მისმა ნახევარძმამ ვახაუკმა მოაწყო გადატრიალება და გამეფდა დარიოს II-ს სახელით. მასაც აუჯანყდა ძმა, მაგრამ მეფემ მოახერხა აჯანყების ჩახშობა და ამბოხებული ძმა სიკვდილით დასაჯა.

დარიოსის მმართველობისთვის დამახასიათებელია ხშირი აჯანყებები და შეთქმულებები. შეთქმულებებში დედოფალი პარუშიატიშიც იღებდა აქტიურ მონაწილეობას. სატრაპებს შორის ომები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მეფის ძალაუფლება დაკნინდა. ძვ. წ. 410ძვ. წ. 408 წლებში აჯანყდნენ მცირე აზიის და მიდიის ხალხები. ძვ. წ. 405 წელს იმპერიას რამდენიმე ათწლეულით ჩამოშორდა ეგვიპტე. არეულობები არ შეწყვეტილა არტაქსერქსე II-ს ხანგრძლივი მმართველობის დროსაც. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა ენერგიული აქემენიდი — არტაქსერქსე III. მან სასტიკი ზომებით ცოტა ხნით აღადგინა იმპერიის ერთიანობა და დაიბრუნა ეგვიპტე. მისი ვაჟის არშის ხანმოკლე მმართველობის შემდეგ ტახტზე აქემენიდების დინასტიის სხვა შტოს წარმომადგენელი დარიოს III ავიდა. იგი სპარსეთის უკანასკნელი მეფე გახდა. ძვ. წ. 334ძვ. წ. 330 წლებში აქემენიდების იმპერია ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო, რითიც მან არსებობა შეწყვიტა.

Remove ads

გენეალოგია

 
 
 
 
 
ხახამანიში
ძვ. წ. 700 - ძვ. წ. 675
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჩიშპიში
ძვ. წ. 675 - ძვ. წ. 640
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კიროს I
ძვ. წ. 640 - ძვ. წ. 600
 
 
 
 
 
 
არიარამნა
ძვ. წ. 640 - ძვ. წ. 615
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კამბისე I
ძვ. წ. 600 - ძვ. წ. 559
 
 
 
 
 
 
არშამა
ძვ. წ. 615 - ?
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კიროს II
ძვ. წ. 559 - ძვ. წ. 530
 
 
 
 
 
 
ვიშტასპა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კამბისე II
ძვ. წ. 530 - ძვ. წ. 522
 
 
ბარდია
ძვ. წ. 522
 
 
დარიოს I
ძვ. წ. 522 - ძვ. წ. 486
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ქსერქსე I
ძვ. წ. 486 - ძვ. წ. 465
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
არტაქსერქსე I
ძვ. წ. 465 - ძვ. წ. 424
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ქსერქსე II
ძვ. წ. 424
 
 
სოგდიანე
ძვ. წ. 424 - ძვ. წ. 423
 
 
დარიოს II
ძვ. წ. 423 - ძვ. წ. 404
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
არტაქსერქსე II
ძვ. წ. 404 - ძვ. წ. 359
 
 
 
ოტანი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
არტაქსერქსე III
ძვ. წ. 359 - ძვ. წ. 338
 
 
 
არშამა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
არსესი
ძვ. წ. 338 - ძვ. წ. 336
 
 
 
დარიოს III
ძვ. წ. 336 - ძვ. წ. 330
 
Remove ads

ფოტო გალერეა

ლიტერატურა

  • Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads