ახაშენი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ახაშენი[2] — სოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე ჭერმისხევსა და ფაფრისხევს შორის. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 510 მეტრი, გურჯაანიდან 8 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2420 ადამიანი.
Remove ads
ისტორია
არქეოლოგიური მასალა მოწმობს, რომ ახაშენის ტერიტორიაზე უძველესი დროიდანვე ბინადრობდა ადამიანი.
საქართველოს ერთიანობის ხანაში და შემდეგაც ახაშენი სვეტიცხოვლის კუთვნილი სოფელი იყო. კათალიკოს ანტონ II-ის 1753 წლით დათარიღებული წყალობის წიგნიდან ჩანს, რომ ახაშენის შემოსავალს პირადად ამილბარ მაღალაძე იღებდა და შემდეგ გადასცემდა ეკლესიას. XVI საუკუნიდან თავდაპირველად კახეთის, ხოლო შემდეგ ქართლ-კახეთის მეფეებიც იდებენ გარკვეულ წილს ახაშენის ყმა-მამულზე. 1785 წელს ერთი სიგელის მიხედვით დოსითეოს ნეკრესელს, გარკვეული პრეტენზიები გააჩნდა ახაშენის ყმა-მამულის ნაწილზე. როგორც მის სადროშოში შემავალ სოფელზე სვეტიცხოვლის წინამძღვარს შეუხსენებია, რომ ახაშენი სხვა სოფლებთან ერთად „საკუთარი ყმანი და საწმყსონი არიან კათალიკოსისა და ნაწილობრივ მეფისაო“.
ახაშენში უძველესი დროიდანვე იყო განვითარებული მევენახეობა, მემინდვრეობა და მეცხოველეობა.
Remove ads
დემოგრაფია
იხილეთ აგრეთვე
გალერეა
- სოფლის ხედი
- სოფლის ხედი
- სოფელ ახაშენის სამების სახელობის ეკლესია
- ახაშენის ყვავის საყდარი
- სოფელ ახაშენის კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 103.
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 53.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads