ბაზალეთი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)

From Wikipedia, the free encyclopedia

ბაზალეთი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)
Remove ads

ბაზალეთისოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (აერთიანებს 17 სოფელს: ბაგა, ბაზალეთი, გრიგოლაანთკარი, ვარსიმაანი, ლაზვიანი, მლაშე, ნაგლიანთკარი, პირმისაანი, საკრამულო, საშაბურო, უნდილაანთკარი, ყარსიმაანთკარი, ჩანადირთკარი, ჩირდილელიანთკარი, ჩუბინიანთკარი, ძველი საკრამულო, ჭონტილი). მდებარეობს ბაზალეთის პლატოზე, მდინარე ტინისხევის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 870 მეტრი, დუშეთიდან 7 კილომეტრი, მცხეთიდან 35 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მემინდვრეობა და მოქმედებდა ტურბაზა. სოფლის მიდამოებში გაიმართა ბაზალეთის ბრძოლა

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაზალეთი.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
Remove ads

ისტორია

სოფლის ტერიტორია დასახლებული იყო ქვის ხანიდან. მათ აღმოჩენილია ნეოლითურ სადგომთა ნაშთები. „ქართლის ცხოვრებაში“ ბაზალეთის მხარე მოხსენიებულია ძვ. წ. II საუკუნეში. ლეონტი მროველის მიხედვით, IV საუკუნის II ნახევარში ბაზალეთი ცალკე ადმინისტრაციული ერთეულია. გეოგრაფიული მდებარეობით ბაზალეთსა და ბაზალეთის მხარეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შიდა ქართლზე ამიტომ იგი ხშირად შინაომებისა და უცხოელ დამპყრობთა თარეშის ასპარეზი იყო. 1626 წელს ბაზალეთის ტბასთან გაიმართა სასტიკი სისხლისმღვრელი ომი, ეგრეთ წოდებული ბაზალეთის ბრძოლა — საქართველოს გაერთიანებისათვის მებრძოლ გიორგი სააკაძის ლაშქარსა და ქართველ ფეოდალთა რეაქციულ ძალებს შორის. ფეოდალებს შაჰ-აბასის მიერ ქართლ-კახეთში გამეფებული თეიმურაზ I ედგა სათავეში. ბრძოლამ სასტიკი ხასიათი მიიღო და დიდი ზიანი მიაყენა ორივე მხარეს. გიორგი სააკაძე დაიჭრა და მისი ლაშქარი დამარცხდა. „ჩაიშალა ის დიდი საქმე, რომელსაც სააკაძემ თავისი უზარმაზარი ენერგია შეალია და ურომლისოდაც საქართველოს გათავისუფლება-გაძლიერება შეუძლებელი იყო“ (ნ. ბერძენიშვილი). ამ ომის შემდეგ გიორგი სააკაძე იძულებული გახდა გადახვეწილიყო ამჯერად თურქეთში, სადაც 1629 წელს გარდაიცვალა.

1653 წელს როსტომ მეფემ გადაწვა ბაზალეთი. 1688 წელს იგივე გაიმეორა გიორგი XI-მ. 1743 წელს არაგვის საერისთავოს მიწები, მაშასადამე ბაზალეთის გააუქმეს და სამეფო ხელისუფლებას დაუმორჩილეს.

1905 წლის 20 მარტს ბაზალეთელები შეუერთდნენ სოფელ ერედაში შეკრებილ 6000 გლეხს, რომლებიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოთხოვნებს უყენებდნენ მთავრობას. 1908 წლის 28 მაისს ბაზალეთელმა გლეხებმა თვითნებურად დაიწყეს ტყის გაჩეხვა და მემამულეთა მიწების დამუშავება.

Remove ads

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 758 ადამიანი.[1]

მეტი ინფორმაცია აღწერის წელი, მოსახლეობა ...

ლიტერატურა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads