ბართქორთი
ქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ბართქორთი — ქედი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მყინვარწვერის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ყოფს დევდარაკისა და ჩათის მყინვარებს. სიგრძე 3 კმ-მდე, ეშვება ზღვის დონიდან 4000-დან 3000 მ-მდე. წარმოადგენს ანდეზიტის ვულკანურ ნაკადს. თხემი დაფარულია თოვლ-ყინულით და უმთავრესად ნივალურ ზონაშია. ადგილ-ადგილ დამახასიათებელი წვეტიანსვეტებიანი გაშიშვლებული კლდეებია.[2]
Remove ads
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads