ბგერის სიჩქარე
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ბგერის სიჩქარე — ბგერითი ტალღების გავრცელების სიჩქარე რომელიმე დრეკად გარემოში.
Remove ads
აირები

ბგერის სიჩქარე განისაზღვრება გარემოს მოცულობითი კუმშვადობით და სიმკვრივით:
როცა შესაკუმში აირის ნაწილაკებს შორის სითბოს გაცვლას ადგილი არა აქვს, ამ აირის კუმშვადობა (ე. წ. ადიაბატური კუმშვადობა) გამოისახება ფორმულით:
- ,
სადაც არის ატმოსფერული წნევა, აირის თბოტევადობების ფარდობა მუდმივი წნევისა და მოცულობის დროს). ბგერის სიჩქარის პირველი გამოთვლა მოგვცა პ. ლაპლასმა XIX საუკუნის დასაწყისში. ბგერის სიჩქარე აირისთვის დამოკიდებულია ტემპერატურაზე:
- ,
სადაც არის ბგერის სიჩქარე 0°C-ზე, T — აბსოლუტური ტემპერატურა.
Remove ads
სითხეები
ზღვაში ბგერის სიჩქარე იცვლება ტემპერატურის, სიღრმისა და მარილიანობის შესაბამისად. მტკნარ წყალში ბგერის სიჩქარე მაქსიმალურ მნიშვნელობას აღწევს 74°C-ზე (1557 მ/წმ), ხოლო შემდეგ გახურებისას ხელახლა მცირდება. სითხეთა უმრავლესობაში (გარდა წყლისა) ბგერის სიჩქარე ტემპერატურის გადიდებით მცირდება.
მყარი სხეულები
დრეკად მყარ სხეულში წნევის სიგრძივი ტალღების გარდა შეიძლება გავრცელდეს განივი და ზედაპირული ბგერითი ტალღებიც, რომელთა გავრცელების სიჩქარე საგრძნობლად განსხვავდება სიგრძივი ტალღების გავრცელების სიჩქარისაგან. ანიზოტროპულ სხეულებში ტალღების გავრცელების სიჩქარე სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვაა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 261.
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads