ჟანგბადი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ჟანგბადი[1][2] (ლათ. Oxygenium; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეორე პერიოდის, მეთექვსმეტე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მეექვსე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, VIა) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 8, ატომური მასა — 15.999.
ჟანგბადი |
8O |
15.999 |
2s2 2p4 |
მეორე ყველაზე გავრცელებული ელემენტია დედამიწაზე, შეადგენს დედამიწის ქერქის მასის დაახ. 49%-ს და სრული მასის 28%-ს; მესამე ყველაზე გავრცელებული ელემენტია სამყაროში. დედამიწაზე ჟანგბადი კოვალენტურად ან იონურად ებმის სხვა ელემენტებს. ცალკე ჟანგბადი (მოლეკულური ორჟანგი O2, დიატომური მოლეკულა) პირველად დიდი რაოდენობით დედამიწაზე გაჩნდა პელოპროტეროზოულ ერაში (დაახ. 2,5-1,6 მილიარდი წლის წინა პერიოდში), როგორც ადრეული ანაერობების (არქეა და ბაქტერია) მეტაბოლური ურთიერთქმედების შედეგი. თავისუფალი ჟანგბადის დიდი რაოდენობით გაჩენამ იმდროინდელი ორგანიზმების უმრავლესობის გადაშენება გამოიწვია. ატმოსფერული თავისუფალი ჟანგბადის სიუხვე გვიანდელ გეოლოგიურ ეპოქებში დღემდე გამოწვეულია ფოტოსინთეზური ორგანიზმების - ოკეანეებში ფიტოფლანქტონისა და ფოთლოვანი მცენარეებით ხმელეთზე - არსებობით. ჩვეულებრივ პირობებში ჟანგბადის მოლეკულა ორ ატომიანია.
Remove ads
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- Walker, J. (1980). „The oxygen cycle“, რედ. Hutzinger O.: Handbook of Environmental Chemistry. Volume 1. Part A: The natural environment and the biogeochemical cycles. Berlin; Heidelberg; New York: Springer-Verlag, გვ. 258. ISBN 0-387-09688-4.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads