ინდოეთის სუბკონტინენტი

From Wikipedia, the free encyclopedia

ინდოეთის სუბკონტინენტი
Remove ads

ინდოეთის სუბკონტინენტიაზიის სამხრეთი რეგიონი და ნახევარკუნძული (ინდოსტანის ნახევარკუნძული). ძირითადად განლაგებულია ინდოსტანის ფილაზე და მოიცავს ტერიტორიას ჰიმალაიდან სამხრეთით ინდოეთის ოკეანემდე. გეოლოგიურად, სუბკონტინენტი დაკავშირებულია ხმელეთის იმ ნაწილთან, რომელიც დაახლოებით 55 მილიონი წლის წინ მოსწყდა გონდვანას და შეუერთდა ევრაზიის ფილას.[1] გეოგრაფიულად, არის რეგიონი სამხრეთ-ცენტრალურ აზიაში, რომელიც შემოსაზღვრულია ჩრდილოეთიდან ჰიმალაით, დასავლეთიდან — ჰინდუქუშით და აღმოსავლეთიდან — არაკანის მთებით.[2] პოლიტიკურად, ინდოეთის სუბკონტინენტი მოიცავს ქვეყნებს: ბანგლადეშს, ბჰუტანს, ინდოეთს, მალდივის რესპუბლიკას, ნეპალს, პაკისტანსა და შრი-ლანკას.[3][4][5] ტერმინი „ინდოეთის სუბკონტინენტი“ ურთიერთშენაცვლებით გამოიყენება ტერმინ „სამხრეთ აზიასთან“.[6][7][8]

Thumb
ინდოეთის სუბკონტინენტი

შემოკლებით მას სუბკონტინეტსაც ეძახიან, რადგან ასეთი მოვლენა დედამიწის ისტორიაში არ ყოფილა და ასეთი წარმონაქმნი მხოლოდ ერთია.

Remove ads

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads