ბუდუ ზივზივაძე
ქართველი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ბუდუ ზივზივაძე (დ. 10 მარტი, 1994, ქუთაისი) — ქართველი ფეხბურთელი, გერმანიის ბუნდესლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „ჰაიდენჰაიმის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი.[2][3] 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
Remove ads
საკლუბო კარიერა

ბუდუ ზივზივაძემ ფეხბურთის თამაში 8 წლის ასაკში, ქუთაისის „იმედის“ საფეხბურთო სკოლაში დაიწყო, სადაც ის თავდაპირველად ნახევარმცველად თამაშობდა. თავის ადრეულ წლებს[1] ბუდუ ზივზივაძე ასე იხსენებს:
![]() |
„...„ქუთაისელი ვარ. 8 წლიდან „იმედის“ საფეხბურთო სკოლაში „ტორპედოს“ ყოფილი ფეხბურთელი მამუკა ხუნდაძე მავარჯიშებდა. მან შემაყვარა ფეხბურთი და მისი ანი-ბანი მასწავლა. 15 წლისა ნაკრების შერჩევებზე მომიწვიეს, სადაც გოჩა ავსაჯანიშვილმა შემნიშნა და 35-ე სკოლაში თემურ ლორთქიფანიძესთან მიმიყვანა. მისგან ასევე ბევრი ვისწავლე. 17 წლისა თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის სელექციონერმა თემურ უგრეხელიძემ დუბლებში მიმიწვია. პირველად გიორგი დევდარიანმა მათამაშა, დასრულებულ სეზონში კი რამაზ მუმლაძე მენდობოდა, პირველ ლიგაში მათამაშებდა და კარგი პრაქტიკაც მივიღე.“ |
2011 წელს თბილისის „დინამოში“ გადავიდა. ამ კლუბში გატარებული ოთხი სეზონის განმავლობაში ძირითადად პირველი ლიგის მონაწილე „დინამოს“ სარეზერვო გუნდში თამაშობდა.
2013–14 წლების სეზონში დინამო-2-ის 21 მატჩში 23 გატანილი გოლით ზივზივაძე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მისი პროფესიონალური დებიუტი „დინამოს“ პირველ გუნდში 2014 წლის 11 სექტემბერს რუსთავის „მეტალურგთან“ გასვლით მატჩში შედგა, როდესაც მეორე ტაიმში თანაგუნდელის ნაცვლად შემოვიდა მინდორზე.
2015 წელს ზივზივაძე უმაღლესი ლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „სამტრედიაში“ გადავიდა, სადაც საუკეთესოდ გამოავლინა თავისი შესანიშნავი საფეხბურთო თვისებები და საბოლოოდ ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა მათ ისტორიაში პირველი საჩემპიონო ტიტულის მოპოვებაში.
2017 წლის იანვარში კონტრაქტი დანიის სუპერლიგის კლუბ „ესბიერგთან“ გააფორმა, მაგრამ მის რიგებში მხოლოდ 13 მატჩი ითამაშა და ერთი გოლი შეაგდო, ხოლო 2018 წლის სეზონში იჯარით კვლავ თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა.
2018 წელს „თბილისის დინამოში“ თამაშის დროს გიორგი გაბედავასთან ერთად გახდა ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. ასევე, სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
„ესბიერგში“ დაბრუნების შემდეგ, კლუბმა 2019 წლის 29 იანვარს გამოაცხადა, რომ მან კლუბი დატოვა, მას შემდეგ, რაც მისი კონტრაქტი ორმხრივი თანხმობით შეწყდა.
ორი დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის კვლავ ქუთაისის „ტორპედოს“ შეუერთდა. ზივზივაძე ეროვნული ლიგის ოთხფაზიანი ჩემპიონატის მე-2 ნაწილის საუკეთესო მოთამაშედ 9 მატჩში რვა გოლის გატანის შემდეგ დასახელდა. ამჯერად ტორპედოელთა რიგებში მან სულ 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 13-ჯერ აიღო მეტოქეთა კარები.
2019 წლის ივლისში მან ხელი უნგრულ საფეხბურთო კლუბ „მეზოკოვეშდთან“ მოაწერა. ამ კლუბში მან 32 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი შეაგდო.
2020–2023 წლებში ასევე, უნგრულ საფეხბურთო კლუბ „ფეჰერვარის“ რიგებში განაგრძო თამაში, სადაც 53 მატჩში 12-ჯერ შეძლო მეტოქეთა კარის აღება.
2022 წელს იჯარით კვლავ უნგრული კლუბის — „უიპეშტის“ შემადგენლობაში ითამაშა, სადაც 12 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.
2023 წლის 31 იანვარს, 2022–23 წლების ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, ზივზივაძემ კონტრაქტი გააფორმა მეორე ბუნდესლიგის საფეხბურთო კლუბ „კარლსრუესთან“.[4][5]
ზივზივაძემ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 2023–24 წლების სეზონში 13 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა, „კარლსრუემ“ კი გათამაშების ცხრილში მეხუთე ადგილი დაიკავა.
მომდევნო 2024–25 წლების საკლუბო სეზონი ზივზივაძემ „ნიურნბერგის“ კარში გატანილი ჰეტ-ტრიკით დაიწყო და „კარლსრუეს“ პირველი სამი ქულა მოუტანა. 31-ე წუთისთვის ქართველი თავდამსხმელის გუნდი 0–2 მარცხდებოდა. ზივზივაძემ პირველი გოლი 45+2-ე წუთზე გაიტანა, მეორედ „ნიურნბერგის“ კარი 73-ე წუთზე აიღო, ხოლო გამარჯვების მომტანი გოლი 79-ე წუთზე გაიტანა (3–2), რითაც თავის გერმანულ კარიერაში პირველი ჰეტ-ტრიკი გაიფორმა.[6][7]
2024 წლის 13 სექტემბერს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მეხუთე ტურში „კარლსრუემ“ გელზენკირხენის „შალკე“ ბუდუ ზივზივაძის დუბლით 2–0 დაამარცხა.
2025 წლის 3 იანვარს ზივზივაძემ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა ბუნდესლიგის კლუბ „ჰაიდენჰაიმთან“.[8]
2025 წლის 11 იანვარს ბუდუ ზივზივაძემ ახალი გუნდის, „ჰაინდეჰაიმის“ მაისურით გერმანიის ბუნდესლიგაში პირველი შეხვედრა ჩაატარა. მისმა გუნდმა „უნიონ ბერლინი“ შინ მიიღო და 2–0 დაამარცხა.[9]
2025 წლის 16 იანვარს ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის ბუნდესლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში ბრემენის „ვერდერის“ წინააღმდეგ ითამაშა და „ჰაიდენჰაიმის“ შემადგენლობაში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა. მატჩი ფრედ, 3–3 დასრულდა.[10]
Remove ads
სანაკრებო კარიერა
2010 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2017 წლის 23 იანვარს უზბეკეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დუბაიში, „სევენს სტეიდიუმზე“ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. ზივზივაძემ შეხვედრა, ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. მატჩი ფრედ 2–2 დასრულდა.[11]
თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით, ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან ქალაქ ზენიცაში, „ბილინო პოლეზე“ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში 2022 წლის 25 მარტს გაიტანა. შეხვედრა საქართველოს ეროვნულ ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა. სულ 2022 წელს ზივზივაძემ ეროვნული ნაკრების მაისურით შვიდ შეხვედრაში ითამაშა და სამი გოლი შეაგდო.
2023 წელს ზივზივაძემ ნაკრებში 8 შეხვედრა ჩაატარა, აქედან ორი ამხანაგური მონღოლეთის და ტაილანდის ნაკრებ გუნდებთან, ხოლო 6 მატჩი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ციკლიდან, რომლის ფარგლებშიც ერთი გოლი გაიტანა 2023 წლის 12 სექტემბერს ნორვეგიის ეროვნულ ნაკრების კარში.
2024 წლის 21 მარტს თბილისში უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალური შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ ნაკრები ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. დინამო არენაზე ჩატარებულ მატჩში ანგარიში მე-40 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გახსნა, ხოლო 63-ე წუთზე, ლევან შენგელიას პასით ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.[12]
Remove ads
საკლუბო სტატისტიკა
- განახლდა: 15 იანვარი, 2025
- ერთი მატჩი საქართველოს სუპერთასზე
სანაკრებო სტატისტიკა
- განახლდა: 23 მარტი, 2025
სანაკრებო მატჩები და გოლები
- საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პლეი-ოფის ფინალში პენალტების სერიაში 4–2 დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
Remove ads
მიღწევები
საკლუბო
- საქართველოს ჩემპიონი: 2012–13, 2013–14, 2016
- საქართველოს თასი: 2012–13, 2013–14
- საქართველოს სუპერთასი: 2014–15
- საქართველოს სუპერთასის ფინალისტი: 2013–14
ინდივიდუალური
- ეროვნული ლიგის საუკეთესო ბობარდირი: 2018
ჯილდოები
- ღირსების ორდენი: 2024[51]
რესურსები ინტერნეტში
- ბუდუ ზივზივაძე — საქართველოს ეროვნული ლიგის საიტზე
- ბუდუ ზივზივაძე — საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტზე
- ბუდუ ზივზივაძე — „კარლსრუეს“ ოფიციალურ საიტზე
- ბუდუ ზივზივაძე დაარქივებული 2025-01-14 საიტზე Wayback Machine. — „ჰაიდენჰაიმის“ ოფიციალურ საიტზე
Remove ads
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads