გაბრიელ ბატისტუტა
არგენტინელი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
გაბრიელ ომარ ბატისტუტა (ესპ. Gabriel Omar Batistuta; დ. 1 თებერვალი, 1969, რეკონკისტა (სანტა-ფე), სანტა-ფეს პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. 1994, 1998 და 2002 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში.[1][2][3]
კარიერის უმთავრესი წლები გაატარა „ფიორენტინასა“ და „რომაში“. საყოველთაო აღიარება მოიპოვა, როგორც გამორჩეული საგოლე ალღოსა და ორიგინალური სტილის მქონე ფორვარდმა. სპეციალისტების შეფასებით, ფლობდა რთულ სათამაშო სიტუაციებში სწრაფად გარკვევისა და ხელსაყრელი საგოლე პოზიციის შერჩევის იშვიათ უნარს. განსაკუთრებით გამოირჩეოდა საგოლე მომენტების გამოყენების მაღალი მაჩვენებლით. თავდამსხმელის ამპლუის მიუხედავად, დიდ გავლენას ახდენდა მოედნის მთელ პერიმეტრზე. მისი ყოფნა მინდორზე დიდწილად განსაზღვრავდა მთელი მატჩის მსვლელობის ხასიათს. ცნობილი იყო თავისი პერიოდული „აფეთქებებით“, რა დროსაც ყველაზე სახიფათო ხდებოდა მეტოქეთათვის, განსაკუთრებით — შეტევის დამამთავრებელ ფაზაში. კარიერის დასაწყისშივე დაიმკვიდრა გოლეადორის სტატუსი. ამის გამო, არგენტინელი და იტალიელი კომენტატორები საფეხბურთო რეპორტაჟებში მას უმეტესად — „ბატიგოლად“ მოიხსენიებდნენ. მსოფლიოს წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების ავტორიტეტულ ექსპერტთა უმრავლესობა ბატისტუტას ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო არგენტინელ ფორვარდად მიიჩნევს. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 88-ე ადგილზე დასახელდა.[4][5]
Remove ads
ბიოგრაფია
დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს ქალაქ აველიანედაში, სანტა-ფეს პროვინციაში. თავიდან ბატისტუტას კალათბურთელობა სურდა, თუმცა მის არჩევანზე გადამწყვეტი გავლენა არგენტინის 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელისა და ბომბარდირის მარიო კემპესის შთამბეჭდავმა თამაშმა მოახდინა, რისი ნახვის შემდეგაც ბატისტუტამ, მისივე სიტყვებით, მოსვენება დაკარგა: „მე უბრალოდ ვაბოდებდი კემპესზე, იმდენად მომნუსხა მისმა თამაშმა, კალათბურთისკენ გახედვაც აღარ მინდოდა, კემპესი — აი, ვინ მინდოდა გამოვსულიყავი“. — არაერთხელ აღნიშნავს ის თავის მომავალ ინტერვიუებში.
საკლუბო კარიერა
ბატისტუტა თავის საკლუბო კარიერას 1988 წელს — არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე „ნიუელს ოლდ ბოისში“ იწყებს, რომლის შემადგენლობაშიც ეროვნული ჩემპიონატის 16 შეხვედრას ატარებს და ოთხი გოლი გააქვს. იმავე წელს მისი გუნდი ლიბერტადორესის თასის ფინალში გადის, თუმცა ორი მატჩის ჯამში მონტევიდეოს „ნასიონალთან“ მარცხდება. მომდევნო სეზონზე „რივერ პლეიტის“ რიგებში გამოდის, სადაც ქვეყნის პირველობის 19 მატჩში იცავს გუნდის ღირსებას და სამჯერ იღებს მეტოქეთა კარს. ამავე სეზონში იგი პირველ სერიოზულ წარმატებას აღწევს, როდესაც გუნდთან ერთად პირველად ხდება არგენტინის ჩემპიონი. 1990–1991 წლებში „ბოკა ხუნიორსის“ რიგებშია. ამ კლუბში იგი ჩემპიონატის 30 შეხვედრაში გამოდის მინდორზე და 13 ბურთის გატანას ახერხებს. სეზონის დამთავრების შემდეგ, იმავე 1991 წელს ბატისტუტა არგენტინიდან იტალიაში ინაცვლებს, სადაც სერია A-ს მონაწილე „ფიორენტინას“ უერთდება. როდესაც 1993 წელს „ფიორენტინა“ სერია B-ში ქვეითდება, ბატისტუტა კლუბს არ ტოვებს და მას კვლავ სერია A-ში დაბრუნებაში ეხმარება. ამ ერთგულების დასაფასებლად „ფიორენტინას“ გულეშემატკივრებმა მადლიერების ნიშნად 1996 წელს ბატისტუტას ბრინჯაოს ქანდაკება აღმართეს .[6] მიუხედავად იმისა, რომ 1996 წელს ის კლუბთან ერთად გახდა კოპა იტალიის და იტალიის საფეხბურთო სუპერთასის გამარჯვებული, მას „ფიორენტინას“ შემადგენლობაში არასდროს მოუგია სერია A. თუმცა, 2000 წელს, მას შემდეგ რაც „რომაში“ გადავიდა, ამ ტიტულსაც დაეუფლა.[7] 2003 წელს იჯარით შეუერთდა „ინტერს“. იმავე წელს გადავიდა კატარულ კლუბ „ალ არაბში“, სადაც 2005 წლამდე დაყო. აქვე დაასრულა საფეხბურთო კარიერაც.[8] ბატისტუტა სერია A-ს ყველა დროის ბომბარდირთა შორის 184 გატანილი გოლით 318 მატჩში იკავებს 12-ე ადგილს.
სანაკრებო კარიერა
არგენტინული ფეხბურთის არსებობის მანძილზე, არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მას ყველაზე მეტი გოლი (54 გოლი 77 მატჩში) ჰქონდა გატანილი, მანამდე სანამ 2016 წლის 21 ივნისს აღნიშნული რეკორდი არ მოხსნა ლიონელ მესიმ.[9] კარიერის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო სამ მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც გაიტანი 10 გოლი, რითაც მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირთა შორის იკავებს მერვე ადგილს.[10] ის არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც შეასრულა ორი ჰეტრიკი სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე. არგენტინის შემადგენლობაში მოგებული აქვს ორი კოპა ამერიკა (1991, 1993), არტემიო ფრანკის თასი (1993) და 1992 წლის ფიფა-ს კონფედერაციის თასი. ბატისტუტა მიჩნეულია მისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად. 1999 წელს ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებაზე მესამე ადგილი დაიკავა.[11]
Remove ads
სტატისტიკა
კლუბი
ნაკრები
Remove ads
ტიტულები
კლუბი
- არგენტინის პრიმერა დივიზიონი: 1989–90
- სერია B: 1993–94
- კოპა იტალია: 1995–96
- იტალიის საფეხბურთო სუპერთასი: 1996
- სერია A: 2000–01
- იტალიის საფეხბურთო თასი: 2001
ნაკრები
- კოპა ამერიკა: 1991, 1993
- ფიფა-ს კონფედერაციის თასი: 1992
- არტემიო ფრანკის თასი: 1993
ინდივიდუალური
- კოპა ამერიკის ბომბარდირი:1991, 1995
- ფიფა-ს კონფედერაციის თასი ბომბრადირი: 1992
- სერია A-ს ბომბარდირი: 1994–95[15]
- კოპა იტალიის ბომბარდირი: 1995–96[16]
- FIFA XI: 1997, 1998[17]
- FIFA-ს მსოფლიო ვერცხლის ბუცი: 1998[18]
- არგენტინის წლის ფეხბურთელი: 1998
- ESM-ის წლის ნაკრები: 1998–1999[19]
- სერია A-ს წლის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი: 1999[20]
- ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელი: 1999[21]
- კატარის ლიგის ბომბარდირი: 2004
- ფიფა-ს ასეული (FIFA 100): 2004[22][23][24][25][26]
- იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზი: 2013[27]
- რომას დიდების დარბაზი: 2015[28]
- არგენტინის ყველა დროის სიმბოლური ნაკრების წევრი: 2015 [29]
- ფიორენტინას დიდების დარბაზი[30]
ბიბლიოგრაფია
- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბილისი: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
- ქურდობაძე, ალექსანდრე, ფეხბურთი : ენციკლოპედია, თბ.: „ჯისიაი“, 1996. — გვ. 20. 280 გვ.
- Trost, Alex (2013). 100 of the Top World Cup Footballers of All Time. London: A&V. ISBN 1493-58316-6
- Ortega, Ariel (2016). Burrito. Mi Autobiografia. Mendoza: Grupo Planeta. ISBN 9504-95402-2
- Yametti, Carlos Francisco (1987). El Archivo del Fútbol. Buenos Aires.
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ISBN 9780571325566
- Squires, David (2016). The Illustrated History of Football. Sydney: Random House. ISBN 1780895585
- Holt, Nick (2014). The Mammoth Book of the World Cup. London: Running Press Adult. ISBN 0762452242
- Foer, Franklin (2005). How Soccer Explains the World. New York: HarperCollins. ISBN 0060731427
- Witzig, Richard (2006). The Global Art of Soccer. New Orleans, LA: Cusiboy Publishing. ISBN 0977668800
- Goldblatt, David (2007). The Ball is Round: A Global History of Football. London: Riverhead Books. ISBN 1594482969
- Савин, А.В., История футбола - игроки, тренеры, судьи, М.: Терра-спорт, 2001. — გვ. 55. 367 გვ, ISBN 5-93127-139-2.
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი
- ფანების საიტი
- ნაკრების სტატისტიკა
- გაბრიელ ბატისტუტა — National-Football-Teams.com
- გაბრიელ ბატისტუტა ფოტო გალერეა
- არგენტინული ფეხბურთის სტატისტიკა
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads