განთიადი (დაბა)

დაბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში From Wikipedia, the free encyclopedia

განთიადი (დაბა)
Remove ads

განთიადი[3][4] (აფხ. Ганҭиади; ყოფილი პილენკოვო[5]; ცანდრიფში[6]) — დაბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარე მეხადირის ნაპირზე საქართველო-რუსეთის საზღვართან. ზღვის დონიდან 40 მ., გაგრიდან 22 კმ. დაბაზე გადის თბილისი-სოჭის სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები. დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ განთიადი (მრავალმნიშვნელოვანი).
სწრაფი ფაქტები დაბა, ქვეყანა ...

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

Remove ads

ისტორია

დაბის ადგილას ადრე აქ არსებობდა სოფელი ცანდრიფში, რომელიც XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან დასტურდება. სახელწოდებას საფუძვლად უდევს ჯიქების თავადური საგვარეულოს ცანბა ფუძე და „ცანბების მხარეს, საცხოვრისს“ ნიშნავს. ცანბები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად 1864 წელს მუჰაჯირობის გამო იძულებით გადასახლდნენ ოსმალეთის იმპერიაში. 1867 წელს მას პილენკოვო ეწოდა შავი ზღვის ოკრუგის უფროსის გენერალ დიმიტრი პილენკოს პატივსაცემად და 70-იან წლებში რუსები, მოლდაველები და სომხები ჩაასახლეს.

1917 წელს დაბის ტერიტორიაზე რკინიგზის მშენებლობის დროს აღმოჩნდა ძვ. წ. XIII-XIV საუკუნეების ბრინჯაოს ორი ცული.[7]

XX საუკუნის 20-იან წლებამდე ტერიტორია მდინარე ბაღრიფსთასა და მდ. ფსოუს შორის შეადგენდა პილენკოვოს თემს, რომელიც სოჭის რაიონში შედიოდა. 1929 წელს ეს ტერიტორია მრავალწლიანი დავის შემდეგ საქართველოს სსრ-ს გადაეცა. 1948 წლის 23 ივნისს პილენკოვოს ქართული სახელი განთიადი ეწოდა. საბჭოთა პერიოდში დაბაში მდებარეობდა თამბაქოს საფერმენტაციო ფაბრიკა, საკონსერვო, ღვინის ქარხნები, ადგილობრივი მნიშვნელობის წვრილი საწარმოები. განვითარებული იყო მეთამბაქოეობა, მევენახეობა. 1991 წელს დაბაში ითვლებოდა 3 საშუალო ზოგანსაგანმანათლებლო სკოლა, სკოლა-ინტერნატი, ბიბლიოთეკა, კინოთეატრი, კლუბები, საავადმყოფო, აფთიაქი და კავშირგაბმულობის განყოფილება.

1992-1993 წლების აფხაზეთის ომის შემდეგ, აფხაზეთის სეპარატისტულმა მთავრობამ განთიადს ცანდრიფში (აფხ. Цандрыԥшь) დაარქვა.[8]

Remove ads

კურორტი

განთიადი ზღვისპირა კლიმატური კურორტია. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. იცის რბილი, უთოვლო ზამთარი (იანვრის საშალო ტემპერატურა 5,6 °C) და ძლიერ თბილი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 21,8 °C). ნალექები 1550 მმ წელიწადში. მზის ნათების ხანგრძლივობა 2100 სთ წელიწადში. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 22-25 °C. სამკურნალო ფაქტორია ზღვის ჰავა. სამედიცინო ჩვენება: გულ-სისხლძრღვთა, ნერვული სისტემისა და სუნთქვის ორგანოების არატუბერკულოზური დაავადებები. სეზონი — მთელი წელი.

Remove ads

დემოგრაფია

1989 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობდა 7358 ადამიანი.

მეტი ინფორმაცია აღწერის წელი, მოსახლეობა ...

ისტორიული ძეგლები

განთიადში შემორჩენილია სამი ეკლესია:

ლიტერატურა

  • ჯაოშვილი ვ., უშვერიძე გ., ზაქარაია პ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.  გვ. 550.

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads