გვერდითი ქედი

ქედი ძირითადად რუსეთში, ნაწილობრივ საქართველოს მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის მხარეებში და ასევ From Wikipedia, the free encyclopedia

გვერდითი ქედი
Remove ads

გვერდითი ქედი (რუს. Боковой хребет) — ქედი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით. იწყება მდინარე ლაბის სათავეებიდან და პარალელურად მიუყვება მთავარ წყალგამყოფ ქედს თითქმის მის აღმოსავლეთ დაბოლოებამდე. ქედი ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. გვერდითი ქედი უფრო მაღალია, ვიდრე მთავარი წყალგამყოფი ქედი. მასზე აღმართულია კავკასიონის უმაღლესი მწვერვალები (იალბუზი — 5642 მ, დიხთაუ 5203 მ, მყინვარწვერი 5033 მ და სხვა). გვერდითი ქედი არდონის ხეობით იყოფა დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად. დასავლეთი ნაწილი აგებულია პალეოზოური და რეიაული დანალექი ქანებით, დარიალის ხეობაში გაშიშვლებულია ზედაპროტეროზოური და პალეოზოური კრისტალური ფიქლები და გრანიტები, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში იურული თიხაფიქლებია. გვერდითი ქედის ცენტრალურ ნაწილში ძლიერი თანამედროვე გამყინვარებაა (მყინვარწვერისა და იალბუზის მყინვარები), თხემურ ზოლში ტიპური ალპური რელიეფია. კალთები შემოსილია მაღალი მთის მდელოებით.

სწრაფი ფაქტები გვერდითი ქედი ...
Remove ads

ლიტერატურა

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads