დილა გორი (საფეხბურთო კლუბი)

From Wikipedia, the free encyclopedia

დილა გორი (საფეხბურთო კლუბი)
Remove ads

საფეხბურთო კლუბი „დილა“ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ გორიდან. დაარსდა 1949 წელს, თუმცა სახელი „დილა“ 1961 წელს დაერქვა. 2014–15 წლების სეზონში გახდა საქართველოს ჩემპიონი.[კომ. 1]

სწრაფი ფაქტები სრული სახელი, მეტსახელი ...
Remove ads

ისტორია

საბჭოთა პერიოდი

გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოს „ბ“ კლასის ფეხბურთელთა კოლექტივები, ყოველ გაზაფხულზე გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელის, სპორტის დამსახურებული ოსტატის – შოთა შავგულიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მონაწილეობდნენ. აღნიშნული გათამაშება სპორტის მოყვარულთა ყურადრების ცენტრში იყო. 1968 წლის ამ ტურნირში წარმატებით იასპარეზა გორის „დილამ,“ რომელმაც საპატიო პრიზის მოპოვება მოახერხა. გადამწყვეტ მატჩში გორელები თბილისში, ლანჩხუთის „გურიას“ შეხვდნენ. მატჩი თბილისის „სინათლის“ სტადიონზე 3 ნოემბერს გაიმართა, სადაც “დილამ” 1:0 გაიმარჯვა.

გორელებმა ასევე წარმატებით იასპარეზეს 1969 წლის სპორტულ სეზონში, სადაც პირველი ადგილი დაიკავეს. ამ გამარჯვებით, დებულების თანახმად, გორის „დილამ“ 1970 წლიდან საკავშირო პირველობაზე „ა“ კლასის მეორე ჯგუფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

1976 წელს გორელებმა კვლავ წარმატებით იასპარეზეს შოთა შავგულიძის სახელობის თასის გათამაშებაში, გადამწყვეტი შეხვედრა თბილისში 21 ნოემბერს თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა, სადაც „დილა“ ბათუმის „დინამოს“ შეხვდა. შეხვედრა გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.[კომ. 2]

დამოუკიდებლობის პერიოდი

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1990 წლიდან გორის „დილა“ ძირითადად უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა და საშუალო შედეგებს აჩვენებდა. 2004 წელს უმაღლეს ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც „დილამ“ უეფა-ს ინტერტოტოს თასზეც ითამაშა.[1] 2008 წელს გუნდი უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ლიგის 2008–09 წლების სეზონზე გუნდმა აღმოსავლეთ ზონაში მე-5 ადგილის დაკავება შეძლო[2], ფინანსური მიზეზების გამო მაინც დააქვეითეს და 2009–10 წლების სეზონი გუნდმა მეორე ლიგაში გაატარა. მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში „დილამ“ პირველი ადგილი დაიკავა[3] და 2010–11 წლების სეზონიდან პირველ ლიგაში აღზევდა. 2010–2011 წლების სეზონზე კი „დილამ“ პირველ ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა და ასაღზევებელ პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც „სამტრედია“ დაამარცხა ანგარიშით 2–0 და სამწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა.

საქართველოს თასზე, გორის „დილას“ კარგი სეზონი ჰქონდა 1997-98 წლებში, ამ წელს გუნდი თასის ნახევარფინალში გავიდა[4]. ასევე ნახევარფინალში იყვნენ 2003-04 წლებში[5]

2012–13 სეზონში „დილამ“ უეფა-ს ევროპა ლიგაზე იასპარეზა და პლეი-ოფამდე გააღწია, სადაც პორტუგალიური „მარიტიმუს“ ბარიერი ვერ გადალახა (0–1, 0–2). მანამდე გორელებმა დანიური „ორჰუსი“ (2–1, 3–1) და კვიპროსული „ანორთოსისი“ (0–1, 3–0) გამოთიშა ასპარეზობას.

საქართველოს თასზე, გორის „დილას“ კარგი სეზონი ჰქონდა 1997–98 წლებში, ამ წელს გუნდი თასის ნახევარფინალში გავიდა. ასევე ნახევარფინალში იყვნენ 2003–04 წლებში, რის შედეგადაც ინტერტოტოს თასზე თამაშის უფლება მოიპოვეს. გორის „დილა“ თავის საშინაო მატჩებს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე მართავს.

2009 წლის მონაცემებით, სულ გორის „დილამ“, უმაღლეს ლიგაში 554 თამაში ჩაატარა, 166 მოიგო, 90 ფრე და 298 წაგება; გაიტანა 618 გოლი და 928 საკუთარ კარში მიიღო. სულ დააგროვა 588 ქულა.

2011–12 წლები გუნდისათვის წარმატებული გამოდგა: „დილამ“ ეროვნული ჩემპიონატი მე-5 პოზიციაზე დაასრულა, ხოლო ისტორიაში პირველად საქართველოს თასი მოიგო.

2014–15 სეზონში გორის დილამ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გუნდმა ჩემპიონატში 64 ქულა დააგროვა, რაც მისი კონკურენტებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა და პირველად დაეუფლა ეროვნული ჩემპიონატის თასსა და ოქროს მედლებს. დაჯილდოება შედგა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე 2015 წლის 22 მაისს. „დილა“ არსებობის მანძილზე პირველად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაერთო.

Remove ads

შემადგენლობა 2019

მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ.

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

მეტი ინფორმაცია №, პოზიცია ...
Remove ads

2017 წლის ტრანსფერები

მოვიდნენ

მეტი ინფორმაცია პოზ., ფეხბურთელი ...

* — იჯარით
** — იჯარიდან

წავიდნენ

მეტი ინფორმაცია პოზ., ფეხბურთელი ...

* — იჯარით
** — იჯარიდან

მიღწევები

საქართველოს დროშა შიდა ტურნირები

საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი

  • მეორე ლიგა (დონე 3)
  • 1 ჩემპიონი (1): 1969
  • 3 მესამე ადგილი (3): 1967, 1974, 1986
Remove ads

კლუბის ფერები

წ ი თ ე ლ ი ლ უ რ ჯ ი

სპონსორები

მეტი ინფორმაცია პერიოდი, ფორმის მწარმოებელი ...

სეზონები

მეტი ინფორმაცია სეზონი, ლიგა ...
Remove ads

ევროთასებზე

მეტი ინფორმაცია სეზონი, ტურნირი ...
Remove ads

ევროპული რეკორდი

მეტი ინფორმაცია ტურნირი, მატჩი ...

მწვრთნელები

  • საქართველოს დროშა გია ცეცაძე (1 თებერვალი, 2010 – 27 ოქტომბერი, 2011)
  • საქართველოს დროშა თეიმურაზ მახარაძე (15 ნოემბერი, 2011 – 26 მარტი, 2012)
  • საქართველოს დროშა თემურ შალამბერიძე (27 მარტი, 2012 – 8 სექტემბერი, 2012)
  • საქართველოს დროშა გიორგი დარასელია (1 ივლისი, 2012 – 31 დეკემბერი, 2012)
  • ლიეტუვის დროშა ვალდას ივანაუსკასი (23 იანვარი, 2013 – 31 მაისი, 2013)
  • საქართველოს დროშა გიორგი დევდარიანი (1 ივნისი, 2013 – 17 ოქტომბერი, 2013)
  • საქართველოს დროშა რამაზ სოღოლაშვილი (17 ოქტომბერი, 2013 – 27 მარტი, 2013)
  • საქართველოს დროშა უჩა სოსიაშვილი (27 მარტი, 2013 – )
Remove ads

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები

კომენტარები

  1. გორის საფეხბურთო ცხოვრების ისტორია 1920-იანი წლებიდან იწყება. ამ საქმის თაოსანი ვინმე თბილისელი ნაჭყებია იყო, რომელიც ცნობილი ყოფილა, როგორც თავისი საქმის კარგი ორგანიზატორი და ამავე დროს მწვრთნელიც. ფეხბურთში საკმაოდ ღრმად ჩახედულმა გორელების სტუმარმა, თავისი ენთუზიაზმითა და საქმისადმი დამოკიდებულებით მალევე მიიზიდა ადგილობრივი ფეხბურთის მოყვარულები, რომლებიც ქალაქის გარეუბანში თამაშობდნენ ფეხბურთს, ეცნობოდნენ სპორტის ახალი სახეობის საიდუმლოებას და ხვეწდნენ თავიანთ ოსტატობას. 1923–27 წლებში გორის საფეხბურთო გუნდი, რომლის წევრები იყვნენ: გ. გვერწითელი, ჟ. ქერიჭაშვილი, პ. ზაბილონი, კ. კოვალენკო, ვ. მაჭავარიანი, ლისოვსკი, ზ. კიკნაძე, ი. შეფი, კარატავა, გაგნიძე და სხვები — მართავდნენ საქალაქთაშორისო შეხვედრებს, ხაშურისა და სურამის საფეხბურთო კოლექტივებთან. ვეტერანი გორელი ფეხბურთელის გ. მაჭავარიანის მოგონებიდან: გუნდი „მკურნალი“ ქ. გორის საავადმყოფოს თაოსნობით შეიქმნა და ეს სახელიც ამიტომ დაერქვა. ჯანმრთელობის დაცვის მუშაკებმა გუნდს შეუძინეს ფორმა და ბურთები, რაც მაშინ არც ისე იოლი საქმე იყო. ამხანაგური თამაშების ჩასატარებლად ხაშურში, სურამში, კასპში და სხვაგან, სატვირთო მატარებლით მიემგზავრებოდნენ. მტკვრისა და ლიახვის შესართავთან საკუთარი ძალებით მოაწყვეს სათამაშო მინდორი, სადაც ახლა კულტურისა და დასვენების პარკია. გორელ ახალგაზრდებს შორის ფეხბურთის დანერგვაში დიდი დამსახურება მიუძღვის ვ. ოქრუაშვილს, მისი ხელმძღვანელობით 1933 წელს ჩამოყალიბდა ახალი გუნდი, რომელსაც „კიმი“ ეწოდა. დაგისახელებთ აქ მოთამაშე ფეხბურთელებს: მ. მოციქულაშვილი, ი. ტლაშაძე, დ. ავბენაშვილი, მ. არავიაშვილი, მ. ინაური, ლ. მთვარელიძე, ო. აბუაშვილი, შ. და გ. ჯიოშვილები, ვ. მახარობლიძე, დ. ამბოკაძე, ი. აფციაური, დ. ხოდელი, ვ. ტურაშვილი, ვ. აივაზიშვილი, ი. ხუბულური, შ. აკოფოვი და ვ. სავადაშვილი. 1935–39 წლებში ქალაქის ნაკრები „გორის“, ხოლო შემდეგ „დინამოს“ სახელით თამაშობდა. დიდი სამამულო ომის დაწყებამდე გორის გუნდი რესპუბლიკურ პირველობაზე თამაშობდა. 1946 წლის ივლისის ბოლოს სტადიონის მინდორი და ბეტონის იარუსები მზად იყო. მაშინდელმა გუნდისთავმა ირაკლი ხუბულურმა ექვს მოთამაშესთან ერთად გადაწყვიტა მისულიყო მაშინდელი მილიციის უფროსთან შაქრო კუდუხაშვილთან, რომელიც ამავდროულად საზოგადოება „დინამოს“ თავმჯდომარეც იყო, რომელსაც სთხოვა ნება დაერთოთ და თამაშები ჩაეტარებინათ ახალ სტადიონზე. ძველი სტადიონი ახლანდელი პარკის (ახალბაღის) ტერიტორიაზე არსებობდა (ძალზე ქვიანი). კუდუხაშვილმა იმ დროს დაიბარა სტადიონის მშენებლობის ინჟინერი სიმონ მაღალაშვილი და გააფრთხილა, რომ გორის „დინამო“ დღეიდან თამაშებს ჩაატარებს ახალ სტადიონზე. 1947–48 წლებში გორის გუნდი საქართველოს პირველობაზე გამოდიოდა „პიშჩევიკის“ სახელწოდებით. ამ დროს 10 მოთამაშე თბილისიდან იყო მოწვეული და გუნდში მხოლოდ ერთი გორელი, ირაკლი ხუბულური თამაშობდა. ამ პერიოდში მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ჟორა ჭუმბურიძე. 1948 წლის ბოლოს „პიშჩევიკი“ დაიშალა და 1949 წლიდან გუნდი საქართველოს პირველობაზე კვლავ გორის „დინამოს“ სახელით თამაშობდა. ამ წლებში მწვრთნელად მუშაობდა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორი გოგი მგალობლიშვილი. ხოლო 1950 წელს გუნდის მთავარი მწვრთნელია კოლა ხოდელი. ამ დროს გუნდში თამაშობდნენ შემდეგი ფეხბურთელები: ვლასი კობიძე, ოთარ გაბისონია, ირაკლი ხუბულური, ვალოდია კარპენკო, პეტრე ხიროვი, ვანია გრებლოვი, ოთარ საყვარელიძე, ზდისი ნოზაძე, უშანგი მარგიევი, ავთო ბეჟანიშვილი და გოგი ბალანჩივაძე.
  2. გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოს „ბ“ კლასის ფეხბურთელთა კოლექტივები, ყოველ გაზაფხულზე გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელის, სპორტის დამსახურებული ოსტატის შოთა შავგულიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მონაწილეობდნენ. აღნიშნული გათამაშება სპორტის მოყვარულთა ყურადრების ცენტრში იყო. 1968 წლის ამ ტურნირში წარმატებით იასპარეზა გორის „დილამ“, რომელმაც საპატიო პრიზის მოპოვება მოახერხა. გადამწყვეტ მატჩში გორელები თბილისში, ლანჩხუთის „გურიას“ შეხვდნენ. მატჩი თბილისის „სინათლის“ სტადიონზე 3 ნოემბერს გაიმართა, სადაც „დილამ“ 1–0 გაიმარჯვა. გორელებმა ასევე წარმატებით იასპარეზეს 1969 წლის სეზონში, სადაც პირველი ადგილი დაიკავეს. ამ გამარჯვებით, დებულების თანახმად, გორის „დილამ“ 1970 წლიდან საკავშირო პირველობაზე „ა“ კლასის მეორე ჯგუფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. 1976 წელს გორელებმა კვლავ წარმატებით იასპარეზეს შოთა შავგულიძის სახელობის თასის გათამაშებაში, გადამწყვეტი შეხვედრა თბილისში 21 ნოემბერს თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა, სადაც „დილა“ ბათუმის „დინამოს“ შეხვდა. შეხვედრა გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3–0 დასრულდა.
  3. აღმოსავლეთი.
  4. აღმოსავლეთი.
  5. გია ცეცაძე, თეიმურაზ მახარაძე.
  6. უეფა-ს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი.
  7. თემურ შალამბერიძე, გიორგი დარასელია, ვალდას ივანაუსკასი.

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads