უეფა-ს ევროპა ლიგა

From Wikipedia, the free encyclopedia

უეფა-ს ევროპა ლიგა
Remove ads

უეფა-ს ევროპა ლიგა[1][2] (ინგლ. UEFA Europa League) — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება უეფა-ს მიერ ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით 1971 წლიდან. უეფა-ს ევროპა ლიგა ჩემპიონთა ლიგის შემდეგ რანგით ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია ევროპაში. კლუბების კვალიფიკაცია უეფა-ს ევროპა ლიგაზე დამოკიდებულია მათ შედეგებზე ეროვნული ლიგებისა და ადგილობრივი თასების შეჯიბრებებში. ტურნირის გამარჯვებული ავტომატურად გადის კვალიფიკაციას მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ევროპის ლიგა.
სწრაფი ფაქტები დაარსდა, რეგიონი ...

ტურნირი, უეფა-ს თასის სახელწოდებით, 1971 წელს დაარსდა და მან შეცვალა საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი, რომელიც 1955 წლიდან იმართებოდა. 1999 წელს უეფა-ს თასების მფლობელთა თასი გაუქმდა და გაერთიანდა უეფა-ს თასთან. 2004 წლიდან გათამაშებამ მიიღო ლიგის ფორმატი, გაუქმდა რა სრულად ოლიმპიური სისტემა და დაემატა ჯგუფური ეტაპი. 2009 წელს ტურნირს სახელი გადაერქვა და ეწოდა უეფა-ს ევროპა ლიგა.

სულ, ევროპა ლიგა 28 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული[3]. ტურნირის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია „სევილია“, რომელმაც 5-ჯერ მოიგო ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია „ჩელსი“[4].

Remove ads

ისტორია

უეფა-ს თასმა უფრო ადრე დაარსებული საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასის ადგილი დაიკავა. საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი 1955 წელს დაარსდა შვეიცარიელი ერნსტ ტომენის, იტალიელი ოტორინო ბარაზისა და ინგლისელი სერ სტენლი როუზის იდეით. შეჯიბრი იმ დიდი ქალაქების გუნდებს შორის იმართებოდა, სადაც იმ დროისთვის დიდი ბაზრობები ტარდებოდა და ფეხბურთის პოპულარიზაციასთან ერთად ბაზრობაზე ხალხის მიზიდვასა და ფინანსურ მოგებას ისახავდა მიზნად. 1960-იანი წლების ბოლოსათვის ბაზრობათა თასი ძალიან პოპულარული გახდა და საჭირო იყო მისი ორგანიზაციულ ჩარჩოში მოქცევა. ეს მისი უეფა-მ ითავა და 1971–72 წლებში პირველად გაიმართა ტურნირი „უეფა-ს თასის“ სახელით. გათამაშების პირველი გამარჯვებული ინგლისური „ტოტენჰემ ჰოტსპური“ გახდა, რომელმაც თანამემამულე „ვულვერჰემპტონ უონდერერსი“ ორმატჩიან დუელში დაამარცხა.

ტრადიციულად, უეფა-ს თასზე ეროვნული ჩემპიონატების ვიცე-ჩემპიონები მონაწილეობდნენ, თუმცა 1999 წელს, მას შემდეგ რაც უეფა-ს თასების მფლობელთა თასი გაუქმდა, ეროვნულ სათასო პირველობების გამარჯვებული კლუბებმაც უეფა-ს თასზე დაიწყეს ასპარეზობა. დაარსებიდან 2004 წლამდე ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდებოდა, 2004–05 წლების სეზონიდან კი დაემატა ჯგუფური ეტაპიც: ფინალურ ეტაპზე გასული 40 გუნდი 8 5-გუნდიან ჯგუფებად იყოფოდა; ჯგუფების გამარჯვებული მეორე-ადგილოსანი და მესამე-ადგილოსანი კი შემდეგ ეტაპზე განაგრძობდნენ ასპარეზობას.

2009–10 წლებიდან ტურნირს სახელი გადაერქვა და ეწოდა „უეფა-ს ევროპა ლიგა“[5]. შეიცვალა ფორმატიც: ჯგუფურ ეტაპზე 48 გუნდი მონაწილეობს და 12 4-გუნდიან ჯგუფებად ნაწილდება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე ადგილოსნები შემდეგ ეტაპზე გადიან, სადაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ადგილოსნები ემატებათ და ოლიმპიური სისტემით განაგრძობენ ასპარეზობას.

Remove ads

პრიზები

თასი

თასი 15 კილოგრამს იწონის და ის 1972 წელს მილანში დაამზადა კომპანია ბერტონიმ. 2009 წლიდან თასს, რომელიც ყოველ წელს წარმოდგენილია დაჯილდოების ცერემონიალზე, ყოველთვის იტოვებს უეფა. ორიგინალი თასის სრული ზომის ასლი კი გადაეცემა გამარჯვებულ კლუბს. ევროპა ლიგის გამარჯვებულ კლუბს გადაეცემა 40 ოქროს მედალი, ხოლო მეორე ადგილზე კლუბს 40 ვერცხლის მედალი[6].

საპრიზო თანხა

2018–19 წლების სეზონის მიხედვით, ჯგუფურ ეტაპზე გასვლისთვის გუნდი ჯილდოვდება 2,920,000 ევროთი. ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვება ფასდება 570,000 ევროდ, ფრე 190,000-ით. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული იღებს 1,000,000 ევროს, ხოლო მეორე ადგილოსანი 500,000-ს. 1/32 ეტაპზე გასული გუნდი დამატებით იღებს 500,000 ევროს, 1/16-ში 1,000,000-ს, მეოთხედფინალისტი 1,5 მილიონს, ხოლო ნახევარფინალისტი 2.4 მილიონს. ფინალისტი გუნდი იღებს 4.5 მილიონს, ხოლო ჩემპიონი კი 8.5 მილიონ ევროს[7].

  • პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი: 240,000 ევრო
  • მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი: 260,000 ევრო
  • მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი: 280,000 ევრო
  • პლეი-ოფიდან გამოვარდნა: 300,000 ევრო
  • ჯგუფურ ეტაპზე გასვლა: 2,920,000 ევრო
  • ჯგუფური მატჩის მოგება: 570,000 ევრო
  • ჯგუფურ მატჩში ფრეზე გაყრა: 190,000 ევრო
  • ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება: 1,000,000 ევრო
  • ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება: 500,000 ევრო
  • 1/32 ეტაპი: 500,000 ევრო
  • 1/16 ეტაპი: 1,100,000 ევრო
  • 1/4 ფინალი: 1,500,000 ევრო
  • ნახევარფინალი: 2,400,000 ევრო
  • ფინალისტი: 4,500,000 ევრო
  • ჩემპიონი: 8,500,000 ევრო
Remove ads

ფინალები

მეტი ინფორმაცია სეზონი, ქვეყანა ...
Remove ads

სტატისტიკა და რეკორდები

კლუბების მიხედვით

მეტი ინფორმაცია კლუბი, გამარჯვებული ...

ქვეყნების მიხედვით

ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ესპანეთს ჰყავს. ესპანურმა გუნდებმა 11-ჯერ მოახერხეს უეფას თასისა და ევროპა ლიგის მოგება და 5-ჯერ ფინალში დამარცხდნენ. სულ 11 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოახერხეს თასის მოპოვება.

ყველაზე მეტი გოლი

შეიცავს საკვალიფიკაციო მატჩებს[8]

Thumb
ჰენრიკ ლარსონს ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი ტურნირის ისტორიაში.
მეტი ინფორმაცია პოზიცია, ეროვნება ...

მუქი შრიფტით მოცემულია მოქმედი ფეხბურთელები.

Remove ads

გამარჯვებული მწვრთნელები

მეტი ინფორმაცია სეზონი, გამარჯვებული ...

ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები

მეტი ინფორმაცია მწვრთნელი, ჩემპიონი ...
Remove ads

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads