დრამატურგი

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

დრამატურგიადამიანი, რომელიც წერს დრამატულ ლიტერატურას ან დრამას. ასეთი ნამუშევრები ჩვეულებრივ იწერება შემდგომში ცოცხალი აუდიტორიის წინაშე შესასრულებლად, თუმცა არა ყოველთვის. ეგრეთ წოდებული „საკუჭნაოს დრამა“ იწერება დრამატული ფორმის გამოყენებით, თუმცა არა შესასრულებლად.

ევროპის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, სიტყვა დრამატურგი თეატრის ლიტერატურული განყოფილების გამგეს ჰქვია, - თანამდებობის პირს, რომელიც არჩევს დრამებს, ადგენს და ამტკიცებს რეპერტუარს კონკრეტული თეატრისათვის. რაც შეეხება სიტყვა დრამატურგის ქართულ მნიშვნელობას, - პიესის, დრამატული ნაწარმოებების შემქმნელს, იგი ევროპის ქვეყნებში უმეტესწილად აღინიშნება სიტყვით დრამატიკოსი (გერმ. Dramatiker).

Remove ads

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads