ეთანოლი

From Wikipedia, the free encyclopedia

ეთანოლი
Remove ads

ეთანოლი, ეთილის სპირტიორგანული ნივთიერება. მიეკუთვნება სპირტების ჯგუფს. არის მარტივი, ერთატომიანი სპირტი. ქიმიური ფორმულა C2H6O, ზოგჯერ გამოსახავენ როგორც CH3−CH2−OH ან C2H5 OH(რათა ეთანოლის მოლეკულაში სპირტის ფუნქციონალური ჯგუფი უკეთ შესამჩნევი იყოს). ეთანოლი არის აქროლადი, ცეცხლსაშიში, თხევადი და ფსიქოაქტიური ნივთიერება. მას შეიცავს ყველა ალკოჰოლური სასმელი. არის სპირტული დუღილის მთავარი პროდუქტი, რომელიც მიმდინარეობს მიკროორგანიზმების საშუალებით.

სწრაფი ფაქტები ზოგადი, ფიზიკური თვისებები ...
Remove ads

გამოყენება

ეთანოლს აქვს ფართო გამოყენება. ყველაზე მეტად მას იყენებენ ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად, ასევე, გამოიყენება გამხსნელად ქიმიაში, მედიცინაში მეთანოლის ანტიდოტად[5] და ეთილენგლიკოლით მოწამვლის დროს[6], ფარმაკოლოგიაში, დეზინფექციისთვის (რადგან აქვს ბაქტერიოციდული თვისება), სარაკეტო საწვავად და ასე შემდეგ. წარმოადგენს ალტერნატიულ საწვავს.

წარმოება

ეთილენის ჰიდრატაცია

მჟავური კატალიზატორის თანაობით ხდება წყლის მიერთება, კატალიზატორად გამოყენებულია ფოსფორმჟავა[7]:

C2H2 + H2O → CH3CH2OH

სხვაგვარად ჯერ ეთანოლი შედის რეაქციაში კონცენტრირებულ გოგირდმჟავასთან და მიიღება ეთილის სულფატი, შემდეგ ხდება ეთილის სულფატის ჰიდრატაცია და მიიღება ეთანოლი და გოგირდმჟავ (გოგირდმჟავა ამ რეაქციაში გამოყენებულია როგორც კატალიზატორი)[8].

C2H2 + H2SO4 → CH3CH2SO4H
CH3CH2SO4H + H2O → CH3CH2OH + H2SO4

ფერმენტაცია

ფერმენტაციით მიიღება ალკოჰოლური სასმელები როგორიცაა, მაგალითად, ღვინო. საწყისი პროდუქტებია მონოსაქარიდი გლუკოზა და დისაქარიდი საქაროზა(ჩვეულებრივი შაქარი):

Remove ads

რეაქციები

ესტერიფიკაცია

რეაქცია, რომლის მთავავრი პროდუქტებია კარბონმჟავები და სპირტები რეაქციის შედეგად ისინი წარმოქმნიან რთულ ეთერებს ანუ ესტერებს და გამოიყოფა წყალი.

RCOOH + HOCH2CH3 → RCOOCH2CH3 + H2O

ესტერებს ფართო გამოყენება აქვთ გამაგრილებელ სასმელებში, ისინი წარმოადგენენ ხილის ესენციებს. სპირტის ან კარბონმჟავის კომბინაციის შეცვლით მიიღება ხილის განსხვავებული არომატი.

დეჰიდრატაცია

ეთანოლის შიგამოლეკულური დეჰიდრატაცია მიმდინარებს მაღალ ტემპერატურაზე დაბალ ტემპერატურის შემთხვევაში მიიღება დიეთილის ეტერი. საბოლოო პროდუქტი არის ეთილენი და გამოიყოფა წყალი:[9]

CH3CH2OH → H2C=CH2 + H2O

იგივე რეაქციის შედეგად, ოღონდ დაბალი ტემპერატურის პირობებში წარმოიქმნება დიეთილის ეთერი და გამოიყოფა წყალი:

2 CH3CH2OH → CH3CH2OCH2CH3 + H2O

ტუტე ლითონებთან რეაქცია

ეთანოლი რეაქციაში შედის ლითონური ნატრიუმთან და მიიღება ნატრიუმის ეტოქსიდი და გამოიყოფა წყალბადი.

2 CH3CH2OH + 2 Na → 2 CH3CH2ONa + H2

ჰალოგენაცია

ეთანოლი რეაქციაში შედის მარილმჟავასთან; კატალიზატორად გამოყენებულია თუთიის ქლორიდი[8]:

CH3CH2OH + HCl → CH3CH2Cl + H2O

უსაფრთხოება

სუფთა ეთანოლი იწვევს თვალების და კანის გაღიზიანებას[10], მოხმარება — ღვიძლის მწვავე დაზიანებებს[11]. არის ცეცხლსაშიში ნივთიერება.

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads