ელიზაბეთ ავსტრიელი (1526-1545)
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ელიზაბეთ ავსტრიელი (გერმ. Elisabeth von Österreich, პოლ. Elżbieta Habsburżanka; დ. 9 ივნისი, 1526, ლინცი — გ. 15 ივნისი, 1545, ვილნიუსი) — პოლონეთის დედოფალი ჰაბსბურგების გვარიდან. მეფე სიგიზმუნდ II ავგუსტის მეუღლე.
Remove ads
ბიოგრაფია
ელიზაბეთ ავსტრიელი ფერდინანდ I-ის და მისი ცოლის, ანა იაგელონის ქალიშვილი იყო. დაბადებიდან მალევე ელიზაბეთი პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ III-ზე დანიშნეს. ქორწილი 1543 წლის 5 მაისს შედგა, როდესაც ელიზაბეთი ჯერ მხოლოდ 16 წლის იყო.
პოლონეთში ჩასვლის შემდეგ, სამეფო კარზე ელიზაბეთი აღმოჩნდა ჰაბსბურგებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის ბრძოლაში ჩართული. მტრული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა დედამთლითან — ბონა სფორცასთან ხოლო მოგვიანებით მეუღლეც გაურბოდა მასთან სიახლოვეს, რადგან ვარაუდობენ, რომ ელიზაბეთი ეპილეფსიით იტანჯებოდა .
ამიტომ ვენაში და კრაკოვში მოსალოდნელი ქორწინებით ჰაბსბურგების და იაგელონების დინასტიების დაახლოვება აღარ მოხერხდა. ავსტრიელი პრინცესისადმი დამოკიდებულება პოლონეთის სასახლის კარზე განსაკუთრებით არამეგობრული იყო. 1544 წლის შემოდგომაზე ელიზაბეთი მეფესთან ერთად ლიტვაში გაემგზავრა. 19 წლის შესრულებიდან მალევე ის გარდაიცვალა. მას შვილები არ დარჩა. შემდგომში სიგიზუმნდ II ორჯერ დაქორწინდა, თუმცა ისე გარდაიცვალა, რომ კანონიერი მემკვიდრე. 1553—1572 წლებში დაქორწინებული იყო ელიზაბეთის დაზე, ეკატერინე ავსტრიელზე.
Remove ads
ლიტერატურა
- Constantin von Wurzbach: Habsburg, Elisabeth von Oesterreich (1526—1545). Nr. 70. In: Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich. Bd 6. Verlag L. C. Zamarski, Wien 1856—1891
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads