ზებუ
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ზებუ, კუზიანი საქონელი (ლათ. Bos taurus indicus) — წარმოშობით შინაურ ძროხას უახლოვდება. კისრისა და მინდაოს წინა ნაწილში აქვს კუზი, რომლის მასაა 5-8 კგ. ფერად შავი, წითელ-ჭრელი, თაფლა, ნაცრისფერი და წაბლაა. ზრდასრული ფურის საშუალო მასა 250–270 კგ, უდიდესია 550 კგ, კუროსი 300–350 კგ, უდიდესია 800 კგ-მდე. ვარაუდობენ, რომ ზებუ მოშინაურებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2-3 ათ.ასი წლის წინ. გავრცელებულია ინდოეთში, აფრიკაში, ამერიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ ოლქებში, ახლო აღმოსავლეთში. კარგად იტანს მაღალ ტემპერატურას. ნაკლავის გამოსავალი 45-50%. წლიური ნაწველი 500–600 კგ, უდიდესია 1500 კგ-მდე, რძის ცხიმიანობა 4,5-5%. ძროხასთან შეჯვარებით გამოყვენილია რამდენიმე ახალი ჯიში.
Remove ads
ლიტერატურა
- გოცირიძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 492.
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads