ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მუნიციპალიტეტი საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში, 1921-დან ზუგდიდის მაზრაში. 1930-დან ცალკე რაიონია.
Remove ads
ბუნება
მუნიციპალიტეტს უჭირავს ოდიშის ვაკე და ურთას მთიანი ზონა. ტერიტორია — 668 კმ², მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 340 კმ². რაიონში მდინარეთა ხშირი ქსელია, ბევრია ჭაობი და მცირე ტბები. გარდა მდინარე ენგურისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას კვეთს მდინარეები: ჯუმი, ჩხოუში, ჭანისწყალი, რუხი და სხვა.
მოსახლეობა
რაიონში 58 დასახლებული პუნქტია. დიდი სოფლებია: ინგირი (4,0 ათასი), კახათი (4,0 ათასი), ჭითაწყარი (3,3 ათასი) და რუხი (2,8 ათასი).
ადგილობრივი თვითმმართველობა
ადმინისტრაციული ერთეულები
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელი თანამდებობის პირი — გამგებელი. მუნიციპალიტეტი იყოფა შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებად:
- 17 თემი — აბასთუმანი, ანაკლია, ახალსოფელი, დიდი ნეძი, ერგეტა, ინგირი, კოკი, კორცხელი, ნარაზენი, ოდიში, ორულუ, ოქტომბერი, რუხი, ჩხორია, ცაიში, ჭაქვინჯი, ჯიხაშკარი;
- 12 სათავო სოფელი — 12: ალერტკარი, ახალი აბასთუმანი, ახალკახათი, განარჯიის მუხური, დარჩელი, კახათი, ორსანტია, რიყე, ურთა, ყულიშკარი, შამგონა, ჭითაწყარი, ჭკადუაში.
საკრებულო

Remove ads
ეკონომიკა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში მთავარი როლი ეკუთვნის სუბტროპიკულ სოფლის მეურნეობას, კერძოდ მეჩაიეობას და მასზე დაფუძნებულ გადამამუშავებელ მრეწველობას. სოფლის მეურნეობის სხვა დარგებია მეციტრუსეობა, მეხილეობა, მევენახეობა. მნიშვნელოვანი საწარმოებია ჩაის ფაბრიკები, ფაიფურის, ავეჯის და ღვინის ქარხნები, ცელულოზა-ქაღალდის კომბინატი. რაიონის ტერიტორიაზე გადის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალი.
Remove ads
კულტურა
რაიონში 80 სახელმწიფო და 3 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 4 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 41 ბიბლიოთეკა.
ღირსშესანიშნაობანი
- კორცხელის ღვთისმშობლის ეკლესია
- ცაიშის საკათედრო ტაძარი
- კოკის ეკლესია
- ჭკადუაშის (ახალდაბის) ტაძარი (ნანგრევები)
- ხეცერის ეკლესია (ნანგრევები)
- ტყაიის წმინდა გიორგის ეკლესია
- ანაკლიის ციხე
- რუხის ციხე
- ჭაქვინჯის ციხე
გალერეა
- სოფელი ცაიში
- განარჯიის მუხური
- განარჯიის მუხური
- განარჯიის მუხური
- ტყაიას წმ. გიორგის ეკლესია
- ჭაქვინჯის ციხე
- ანაკლია
ლიტერატურა
- ძიძიგური ი. შენგელაია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 541-542.
რესურსები ინტერნეტში
შენიშვნები
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads