მოსახლეობის სრულიად საკავშირო აღწერა 1989
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
მოსახლეობის სრულიად საკავშირო აღწერა 1989 — საბჭოთა კავშირის მოსახლეობის უკანასკნელი საყოველთაო აღწერა ჩატარებული 1989 წელს.

აღწერა
აღწერა ჩატარდა 1989 წლის 12 იანვრიდან 19 იანვრის ჩათვლით, მოსახლეობის ფაქტობრივის საცხოვრებლის მიხედვით. აღრიცხვა და ჩაწერა წარმოებდა სპეციალურად გადამზადებული აღმრიცხველ-თანამშრომლების მიერ. აღრიცხვას ჰქონდა უშუალო გამოკითხვის ხასიათი და არ ითვალისწინებდა რამე განსაკუთრებული საბუთებით პასუხების გამყარებას.
3 თვის შემდეგ 1989 წლის აპრილის თვეში გამოქვეყნდა აღწერის წინასწარი შედეგები რაიონების მიხედვით, ხოლო 1990 წლის დასაწყისში დაიდო გამოკითხვის საბოლოო ვარიანტი, სადაც წარმოდგენილი იყო მოსახლეობის რაოდენობრივი და ასაკობრივი შედეგები, ასევე ოჯახური მდგომარეობა, განათლების დონე, ნაციონალობა და სხვა დეტალები.
Remove ads
აღრიცხვის შედეგები
აღწერის თანახმად დადგინდა, რომ 1989 წლის 12 იანვრის მდგომარეობით საბჭოთა კავშირში მოსახლეობა შეადგენდა 286,7 მლნ კაცს, რაც 1979 წლის აღწერისაგან (262,4 მლნ.) შედარებით 24,3 მლნ ადამიანით ანუ 9 %-ით იყო გაზრდილი.
აღირიცხა 73,1 მლნ ოჯახი, რაც 6,8 მლნ-ით მეტია 1979 წელთან შედარებით. ყველაზი დიდი ზრდა მოვიდა შუა აზიის რესპუბლიკებსა და აზერბაიჯანის სსრ-ზე (22-29 %), ყაზახეთის სსრ (16 %) და მოლდოვეთის სსრ (12 %). ქვეყანაში ოჯახის საშუალო სიდიდემ შეადგინა 3,5 კაცი, ქალაქებში — 3,3 კაცი, ხოლო სოფლებში — 3,8 კაცი. მოკავშირე რესპუბლიკებში ოჯახის საშუალო როცხოვნობა შეადგენდა 6,1 კაცი — ტაჯიკეთის სსრ, 3,1 კაცი ლატვიისა და ესტონეთის სსრ-ებში, რაც ძირითადად განპირობებული იყო ოჯახში ბავშვების ოდენობთ.
1989 წელს ოჯახებში ცხოვრობდა 255,8 მლნ კაცი (ქვეყნის 89 %), ხოლო 13 მლნ (5 %) ცხოვრობდა ოჯახის გარეთ მაგრამ დაკავშირებული იყო ფინანსურად ოჯახთან, მარტოხელათა რაოდენობა კი — 16,4 მლნ კაცს შეადგენდა (6 %).
Remove ads
მოსახლეობის რიცხოვნობა მოკავშირე რესპუბლიკებში
საქართველოს სსრ
მოსახლეობა საქართველოს სსრ-ში 1989 წლის 12 იანვრის მდგომარეობით შეადგენდა 5 443 359 კაცს, რაც 1979 წლის მონაცემებთან (5 014 765 კაცი) შედარებით იგი გაიზარდა 428 594 კაცით ანუ 8,55 %-ით[1].
Remove ads
მოსახლეობის ნაციონალური შემადგენლობა
შემაჯამებელ ნუსხაში წარმოდგენილია მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკებში, ასევე ავტონომიურ ოლქებსა და ოკრუგებში ყველა ტიტულარული ნაციონალობა.
Remove ads
ლიტერატურა
- Лабутова Т. Ежегодник Большой советской энциклопедии. выпуск 34. стр. 007—011, Москва 1990 г. ISBN 5-85270-041-X.
რესურსები ინტერნეტში
- Итоги переписи населения СССР დაარქივებული 2016-11-30 საიტზე Wayback Machine.
- Приложения на demoscope.ru
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads