ინტერი მაიამი (საფეხბურთო კლუბი)

ამერიკული საფეხბურთო კლუბი From Wikipedia, the free encyclopedia

ინტერი მაიამი (საფეხბურთო კლუბი)
Remove ads

ინტერი მაიამი (ინგლ. Inter Miami) — ამერიკული საფეხბურთო კლუბი ქალაქ მაიამიდან. 2020 წლიდან თამაშობს MLS-ში, შეერთებული შტატებისა და კანადის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში.

სწრაფი ფაქტები სრული სახელი, მეტსახელი ...

კლუბი ეკუთვნის Miami Beckham United-ის ინვესტორთა ჯგუფს, რომელსაც დეივიდ ბეკჰემი ხელმძღვანელობს. კლუბმა საერთაშორისო ყურადღება ჯერ კიდევ მის დაარსებამდე მიიპყრო, კლუბის პრეზიდენტისა და თანამფლობელის, დეივიდ ბეკჰემის წყალობით, შემდეგ კი 2023 წელს, როდესაც ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ოქროს ბურთის რვაგზის მფლობელმა და მსოფლიო ჩემპიონმა ლიონელ მესიმ კლუბთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამის შემდეგ, კლუბმა თავისი პირველი ოფიციალური ჯილდო — ლიგის თასი 2023 — კონკაკაფის ჩრდილოეთ ამერიკის ზონალური შეჯიბრი მოიგო, რამაც ასევე პირველად მოუპოვა „ინტერ მაიამის“ კვალიფიკაცია კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგაზე (ინგლ. CONCACAF Champions Cup, ესპ. Copa de Campeones CONCACAF) — ჩრდილოეთ ამერიკის, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის უმთავრეს კონტინენტალურ საფეხბურთო ტურნირზე.

Remove ads

ისტორია

გაფართოება

2012 წლის ნოემბერში MLS-ის კომისარმა დონ გარბერმა დაადასტურა ლიგის ინტერესი მაიამიში ახალი ფრანშიზის შექმნასთან დაკავშირებით,[3] მას შემდეგ, რაც 2001 წელს „მაიამი ფიუჟენმა“ არსებობა შეწყვიტა და საინვესტიციო ჯგუფის შეთავაზება მარსელო კლაურესთან და „ბარსელონასთან“ 2009 წელს ჩაიშალა.[4] „ბარსელონასა“ და ქალაქში მცხოვრები ბოლივიელი ბიზნესმენის, მარსელო კლაურეს ხელმძღვანელობით მოქმედმა მაიამის გაფართოების გუნდმა, 2008 წლის ოქტომბერში განაცხადა გაფართოებისა და მომდევნო გეგმების შესახებ, რაც უკვე 2011 წლის სეზონში თამაშის დაწყებას უკავშირდებოდა.[5]

ადრეული წლები (2020–2023)

Thumb
გონსალო იგუაინმა „მაიამისთან“ კონტრაქტი 2020 წლის სექტემბერში გააფორმა.

მაიამის „ინტერმა“ MLS-ში პირველი მატჩი 2020 წლის 1 მარტს, სტუმრად, საფეხბურთო კლუბ „ლოს-ანჯელესთან“ ჩაატარა და 1–0 დამარცხდა.[6] კლუბის ისტორიაში პირველი გოლი იმავე სეზონის მომდევნო მატჩში, 7 მარტს, „დი სი იუნაიტედის“ კარში როდოლფო პისარომ გაიტანა.[7] „ინტერის“ პირველი საშინაო მატჩი 2020 წლის 14 მარტს, ბექჰემის ყოფილი კლუბის, „ლოს-ანჯელეს გელაქსის“ წინააღმდეგ უნდა გამართულიყო, თუმცა მატჩი COVID-19-ის პანდემიის გამო გადაიდო.[8] 2020 წლის 23 აგვისტოს მაიამის „ინტერმა“ პირველი გამარჯვება „ორლანდო სიტისთან“ გამართულ შეხვედრაში მოიპოვა ანგარიშით 3–2.[9] 2021 წლის 7 იანვარს, ორმხრივი შეთანხმების შედეგად, გუნდი დიეგო ალონსომ დატოვა.[10] 2021 წლის 18 იანვარს „ინტერის“ ახალ მთავარ მწვრთნელად ინგლისის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფილ ნევილი დაინიშნა, ხოლო კლუბის სპორტულ დირექტორად — კრის ჰენდერსონი „სიეტლ საუნდერსიდან“.[11][12][13][14] 2021 წლის 23 მარტს გამოცხადდა, რომ ზაფხულში კლუბს კირან გიბსი (Kieran Gibbs) — „ვესტ ბრომთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ შეუერთდებოდა.[15] 2023 წლის 23 თებერვალს გიბსსა და მაიამის „ინტერს“ შორის მიღწეული ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ. მოგვიანებით იგი კლუბის სამაუწყებლო გუნდს შეუერთდა.[16] 2020 წლის 13 აგვისტოს კლუბთან კონტრაქტი გააფორმა მატუიდიმ.[17][18] მისი დებიუტი შედგა 6 სექტემბერს, „ნეშვილთან“, უგოლო ფრით დამთავრებულ MLS-ის საშინაო შეხვედრაში.[19] 2022 წლის იანვარში მატუიდი 2022 წლის სეზონისთვის გუნდის განაცხადიდან ამოიღეს.[20][21] 2022 წლის 23 დეკემბერს მატუიდიმ 18-წლიანი კარიერის შემდეგ პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განაცხადა.[22] 2022 წლის 26 იანვარს მაიამის „ინტერის“ მაისურით რომეო ბექჰემმა პირველად ითამაშა წინასასეზონო მატჩში „უნივერსიტარიო დე დეპორტესის“ წინააღმდეგ.[23]

2021 წელს ძმებმა მასებმა (Mas brothers) Claur and Son-ისგან გუნდის საკონტროლო პაკეტის შეძენის თაობაზე გარიგება დაასრულეს.[24]

ლიონელ მესის ეპოქა (2023–დღემდე)

Thumb
ლიონელ მესიმ „მაიამისთან“ კონტრაქტს ხელი 2023 წლის ივლისში მოაწერა.

2023 წლის 1 ივნისს მაიამის „ინტერმა“ კლუბსა და ნევილს შორის თანამშრომლობის დასრულების შესახებ განაცხადა. იმ დროისთვის კლუბი ბოლო ადგილს იკავებდა აღმოსავლეთ კონფერენციაში.[25] ოთხი დღის შემდეგ, იმ პერიოდისთვის ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვების შემდეგ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოსვლას აპირებდა, მას შემდეგ, რაც უარი თქვა საუდის არაბეთის პროფესიონალური ლიგის კლუბ „ალ-ჰილალში“ გადასვლაზე და გამორიცხა „ბარსელონაში“ დაბრუნების შესაძლებლობა.[26] მესიმ 2023 წლის 15 ივლისს გააფორმა კონტრაქტი და გუნდს MLS-ის 2025 წლის სეზონამდე შეუერთდა.[27] არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი არგენტინელი ხერარდო მარტინო 28 ივნისს მაიამის „ინტერის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და კლუბში მუშაობას მომდევნო თვიდან შეუდგა.[28]

Remove ads

ფერები და სამკერდე ნიშანი

„მაიამი ბექჰემ იუნაიტედის“ ჯგუფმა გუნდის სახელწოდება, სიმბოლიკა და ფერები საზოგადოებას 2018 წლის 5 სექტემბერს გააცნო.[29] სახელი გამოცხადდა, როგორც Club Internacional de Fútbol Miami (Inter Miami CF). გერბი ქალაქის არტ-დეკოს არქიტექტურული ტრადიციებიდან გამომდინარე სტილისა და ფერების გათვალისწინებით შეიქმნა და გამოსახავს ორ დიდ თეთრ ყანჩას გადაჯაჭვული ფეხებით, რომლებიც ქმნიან ასო M-ს. ყანჩებს შორის გამოსახულია მზის დაბნელება შვიდი სხივით, იმ ნომრის პატივსაცემად, რომელსაც ბექჰემი ხშირად ატარებდა როგორც მოთამაშე.[30][31][32][33][34]

ფორმები წლების მიხედვით

საშინაო

2020–2021
2022–2023
2024–

საგარეო

2020
2021–2022
2023–
Remove ads

სპონსორები და ეკიპირება

მეტი ინფორმაცია Season, Kit manufacturer ...

ქომაგები

Thumb
ქომაგთა სექცია „ჩეიზ სტეიდიუმზე“ The Siege (Siege Miami) მარჯვნივ და Vice City 1896 და სამხრეთ ლეგიონი (La Legion) შუაში.

კლუბს ჰყავს ქომაგთა ოთხი ოფიციალური ჯგუფი: The Siege, Southern Legion, Vice City 1896 და Nación Rosa Y Negro.[40]

მიღწევები

საერთაშორისო

ლიგის თასი

  • ჩემპიონი (1): 2023

მოთამაშეები და პერსონალი

ტექნიკური პერსონალი

2024 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით[41][42][43][44]

მეტი ინფორმაცია სახელი, პოზიცია ...

მთავარი მწვრთნელები

2024 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით

მეტი ინფორმაცია სახელი, მოქალაქეობა ...

კლუბის DP ისტორია

განახლდა: 8 თებერვალი, 2024 [45]
მეტი ინფორმაცია მოთამაშე, წინა კლუბი ...
Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები

კომენტარები

    სქოლიო

    Loading related searches...

    Wikiwand - on

    Seamless Wikipedia browsing. On steroids.

    Remove ads