ინტერი მაიამი (საფეხბურთო კლუბი)
ამერიკული საფეხბურთო კლუბი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ინტერი მაიამი (ინგლ. Inter Miami) — ამერიკული საფეხბურთო კლუბი ქალაქ მაიამიდან. 2020 წლიდან თამაშობს MLS-ში, შეერთებული შტატებისა და კანადის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში.
კლუბი ეკუთვნის Miami Beckham United-ის ინვესტორთა ჯგუფს, რომელსაც დეივიდ ბეკჰემი ხელმძღვანელობს. კლუბმა საერთაშორისო ყურადღება ჯერ კიდევ მის დაარსებამდე მიიპყრო, კლუბის პრეზიდენტისა და თანამფლობელის, დეივიდ ბეკჰემის წყალობით, შემდეგ კი 2023 წელს, როდესაც ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ოქროს ბურთის რვაგზის მფლობელმა და მსოფლიო ჩემპიონმა ლიონელ მესიმ კლუბთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამის შემდეგ, კლუბმა თავისი პირველი ოფიციალური ჯილდო — ლიგის თასი 2023 — კონკაკაფის ჩრდილოეთ ამერიკის ზონალური შეჯიბრი მოიგო, რამაც ასევე პირველად მოუპოვა „ინტერ მაიამის“ კვალიფიკაცია კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგაზე (ინგლ. CONCACAF Champions Cup, ესპ. Copa de Campeones CONCACAF) — ჩრდილოეთ ამერიკის, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის უმთავრეს კონტინენტალურ საფეხბურთო ტურნირზე.
Remove ads
ისტორია
გაფართოება
2012 წლის ნოემბერში MLS-ის კომისარმა დონ გარბერმა დაადასტურა ლიგის ინტერესი მაიამიში ახალი ფრანშიზის შექმნასთან დაკავშირებით,[3] მას შემდეგ, რაც 2001 წელს „მაიამი ფიუჟენმა“ არსებობა შეწყვიტა და საინვესტიციო ჯგუფის შეთავაზება მარსელო კლაურესთან და „ბარსელონასთან“ 2009 წელს ჩაიშალა.[4] „ბარსელონასა“ და ქალაქში მცხოვრები ბოლივიელი ბიზნესმენის, მარსელო კლაურეს ხელმძღვანელობით მოქმედმა მაიამის გაფართოების გუნდმა, 2008 წლის ოქტომბერში განაცხადა გაფართოებისა და მომდევნო გეგმების შესახებ, რაც უკვე 2011 წლის სეზონში თამაშის დაწყებას უკავშირდებოდა.[5]
ადრეული წლები (2020–2023)

მაიამის „ინტერმა“ MLS-ში პირველი მატჩი 2020 წლის 1 მარტს, სტუმრად, საფეხბურთო კლუბ „ლოს-ანჯელესთან“ ჩაატარა და 1–0 დამარცხდა.[6] კლუბის ისტორიაში პირველი გოლი იმავე სეზონის მომდევნო მატჩში, 7 მარტს, „დი სი იუნაიტედის“ კარში როდოლფო პისარომ გაიტანა.[7] „ინტერის“ პირველი საშინაო მატჩი 2020 წლის 14 მარტს, ბექჰემის ყოფილი კლუბის, „ლოს-ანჯელეს გელაქსის“ წინააღმდეგ უნდა გამართულიყო, თუმცა მატჩი COVID-19-ის პანდემიის გამო გადაიდო.[8] 2020 წლის 23 აგვისტოს მაიამის „ინტერმა“ პირველი გამარჯვება „ორლანდო სიტისთან“ გამართულ შეხვედრაში მოიპოვა ანგარიშით 3–2.[9] 2021 წლის 7 იანვარს, ორმხრივი შეთანხმების შედეგად, გუნდი დიეგო ალონსომ დატოვა.[10] 2021 წლის 18 იანვარს „ინტერის“ ახალ მთავარ მწვრთნელად ინგლისის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფილ ნევილი დაინიშნა, ხოლო კლუბის სპორტულ დირექტორად — კრის ჰენდერსონი „სიეტლ საუნდერსიდან“.[11][12][13][14] 2021 წლის 23 მარტს გამოცხადდა, რომ ზაფხულში კლუბს კირან გიბსი (Kieran Gibbs) — „ვესტ ბრომთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ შეუერთდებოდა.[15] 2023 წლის 23 თებერვალს გიბსსა და მაიამის „ინტერს“ შორის მიღწეული ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ. მოგვიანებით იგი კლუბის სამაუწყებლო გუნდს შეუერთდა.[16] 2020 წლის 13 აგვისტოს კლუბთან კონტრაქტი გააფორმა მატუიდიმ.[17][18] მისი დებიუტი შედგა 6 სექტემბერს, „ნეშვილთან“, უგოლო ფრით დამთავრებულ MLS-ის საშინაო შეხვედრაში.[19] 2022 წლის იანვარში მატუიდი 2022 წლის სეზონისთვის გუნდის განაცხადიდან ამოიღეს.[20][21] 2022 წლის 23 დეკემბერს მატუიდიმ 18-წლიანი კარიერის შემდეგ პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განაცხადა.[22] 2022 წლის 26 იანვარს მაიამის „ინტერის“ მაისურით რომეო ბექჰემმა პირველად ითამაშა წინასასეზონო მატჩში „უნივერსიტარიო დე დეპორტესის“ წინააღმდეგ.[23]
2021 წელს ძმებმა მასებმა (Mas brothers) Claur and Son-ისგან გუნდის საკონტროლო პაკეტის შეძენის თაობაზე გარიგება დაასრულეს.[24]
ლიონელ მესის ეპოქა (2023–დღემდე)

2023 წლის 1 ივნისს მაიამის „ინტერმა“ კლუბსა და ნევილს შორის თანამშრომლობის დასრულების შესახებ განაცხადა. იმ დროისთვის კლუბი ბოლო ადგილს იკავებდა აღმოსავლეთ კონფერენციაში.[25] ოთხი დღის შემდეგ, იმ პერიოდისთვის ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვების შემდეგ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოსვლას აპირებდა, მას შემდეგ, რაც უარი თქვა საუდის არაბეთის პროფესიონალური ლიგის კლუბ „ალ-ჰილალში“ გადასვლაზე და გამორიცხა „ბარსელონაში“ დაბრუნების შესაძლებლობა.[26] მესიმ 2023 წლის 15 ივლისს გააფორმა კონტრაქტი და გუნდს MLS-ის 2025 წლის სეზონამდე შეუერთდა.[27] არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი არგენტინელი ხერარდო მარტინო 28 ივნისს მაიამის „ინტერის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და კლუბში მუშაობას მომდევნო თვიდან შეუდგა.[28]
Remove ads
ფერები და სამკერდე ნიშანი
„მაიამი ბექჰემ იუნაიტედის“ ჯგუფმა გუნდის სახელწოდება, სიმბოლიკა და ფერები საზოგადოებას 2018 წლის 5 სექტემბერს გააცნო.[29] სახელი გამოცხადდა, როგორც Club Internacional de Fútbol Miami (Inter Miami CF). გერბი ქალაქის არტ-დეკოს არქიტექტურული ტრადიციებიდან გამომდინარე სტილისა და ფერების გათვალისწინებით შეიქმნა და გამოსახავს ორ დიდ თეთრ ყანჩას გადაჯაჭვული ფეხებით, რომლებიც ქმნიან ასო M-ს. ყანჩებს შორის გამოსახულია მზის დაბნელება შვიდი სხივით, იმ ნომრის პატივსაცემად, რომელსაც ბექჰემი ხშირად ატარებდა როგორც მოთამაშე.[30][31][32][33][34]
ფორმები წლების მიხედვით
საშინაო
საგარეო
Remove ads
სპონსორები და ეკიპირება
ქომაგები

კლუბს ჰყავს ქომაგთა ოთხი ოფიციალური ჯგუფი: The Siege, Southern Legion, Vice City 1896 და Nación Rosa Y Negro.[40]
მიღწევები
საერთაშორისო
ლიგის თასი
- ჩემპიონი (1): 2023
მოთამაშეები და პერსონალი
ტექნიკური პერსონალი
2024 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით[41][42][43][44]
მთავარი მწვრთნელები
2024 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით
კლუბის DP ისტორია
- განახლდა: 8 თებერვალი, 2024 [45]
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
კომენტარები
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads