კორინთი

From Wikipedia, the free encyclopedia

კორინთი
Remove ads

კორინთი (ბერძ. Κόρινθος) — თანამედროვე ქალაქი და ნავსადგური საბერძნეთში, კორინთის ყელზე, კორინთის არხთან. პელოპონესის კორინთიის ნომის ადმინისტრაციული ცენტრი.

არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: კორინთი — ისტორიული ქალაქ-სახელმწიფო.

კორინთის გადასასვლელით აკავშირებს შუა საბერძნეთს პელოპონესთან, დასავლეთიდან კორინთის ყურე აკრავს, აღმოსავლეთიდან სარონიკის. კორინთი ათენიდან სამხრეთ-დასავლეთით 78 კილომეტრში მდებარეობს.

თანამედროვე კორინთი დაარსდა 1818 წელს. 1858 წლის მიწისძვრის შემდეგ იქნა აღდგენილი ნაქალაქარიდან სამ კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთით. ქალაქს ასევე ჩრდილო-აღმოსავლეთით 1881-1893 წლებში აშენებული კორინთის არხი მიუყვება (სიგრძე 6,2 კმ, სიგანე 22 მეტრი, სიღრმე 8 მ).

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads