ლაიფციგი

From Wikipedia, the free encyclopedia

ლაიფციგი
Remove ads

ლაიფციგი (გერმ. Leipzig) — ქალაქი გერმანიაში, საქსონიის უდიდესი ქალაქი, სამრეწველო,სავაჭრო და კულტურული ცენტრი, სარკინიგზო და საავტომობილო გზების კვანძი, აეროპორტი. ცნობილია თავისი უნივერსიტეტითა და ბაზრით. ქალაქია 1165 წლიდან. გაშენებულია ვაისე-ელსტერის ნაპირზე, მდინარე პლაისეს შესართავთან.

სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
Remove ads

ისტორია

ლაიფციგი პირველად იხსენიება 1015 წელს. 1165 წელს მიიღო ქალაქის უფლებები. XIII-XIV საუკუნეებში მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცენტრად და საქსონიის ერთ-ერთ მთავარ ქალაქად გადაიქცა. უკვე XIII საუკუნის 60-იანი წლებიდან მოიპოვეს დიდი მნიშვნელობა ლაიფციგის ბაზრობებმა. 1409 წელს დაარსდა ლაიფციგის უნივერსიტეტი. XV საუკუნის დამლევიდან ვითარდება წიგნის ბეჭდვა. ლაიფციგის მიდამოებში გაიმართა ბრძოლები ბრაიტენფელდთან (1631, 1642), ლიუტცენთან (1632) და ლაიფციგის ბრძოლა (1813).

Remove ads

ეკონომიკა

ლაიფციგში განვითარებულია მანქანათსაშენი, პოლიგრაფიული და ბეწვეულის მრეწველობა. ლაიფციგი არის საგამომცემლო საქმის ცენტრი. დიდი ტრადიცია აქვს გამომცემლობებს „ბროკჰაუზს“, „ბიბლიოგრაფიშეს ინსტიტუტს“, „ფერლაგ ენციკლოპედს“ და სხვა. ლაიფციგი საერთაშორისო ვაჭრობის ერთ-ერთი ცენტრია.

განათლება და კულტურა

ლაიფციგში არის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინსტიტუტები და სასწავლო დაწესებულებები, მათ შორის ლაიფციგის უნივერსიტეტი, საქსონიის მეცნიერებათა აკადემია, ბიბლიოტეკები, მუზეუმები, ოპერის თეატრი, დრამატული თეატრი. 1955 წლიდან ლაიფციგში ყოველწლიურად ტარდება დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალები.

ღირსშესანიშნაობები

ლაიფციგის არქიტექტურული ძეგლებია: რომანულ-გოტიკური ნიკოლაიკირხე (XIII-XVI სს, ინტერიერი გადაკეთებულია 1784-97), გოტიკური თომასკირხე (XIII-XV სს), რენესანსული ძველი რატუშა (დაწყებულია 1556. არქიტექტორი პ. ლოტერი), ბაროკოს სტილის ძველი ბირჟა (1678, არქიტექტორი პ. რიხტერი), XVI-XVIII საუკუნეების საცხოვფებელი სახლები.

XIX საუკუნეში აშენდა ეკლექტიკური შენობები: საიმპერიო სასამართლო და სახვითი ხელოვნების მუზეუმი (1888-95 არქიტექტორი ლ. ჰოფმანი); XX საუკუნეში სამრეწველო შენობები, ვაგზალი, დიდი დარბაზი ბაზრობისთვის (1927-30, არქიტექტორი პ. რიხტერი), ოპერის თეატრი (1956-60), და სხვ.

Remove ads

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads