ლევან ხოტივარი

From Wikipedia, the free encyclopedia

ლევან ხოტივარი
Remove ads

ლევან ხოტივარი (დ. 4 იანვარი, 1902, ქუთაისი, — გ. 14 დეკემბერი, 1980, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, სცენარისტი და კინორეჟისორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980). სკკპ წევრი 1947 წლიდან.

სწრაფი ფაქტები ლევან ხოტივარი, დაბადების თარიღი ...

ლევან ხოტივარმა დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1921 წელს. 1923–1925 წლებში სწავლობდა საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის მიერ ჩამოყალიბებულ კინომსახიობთა სტუდიაში; 1924 წლიდან იღებდნენ კინოში. გადაღებულია 10-ზე მეტ ფილმში. როლები: თედო ბიჭი („ხანუმა“, 1926), მურთაზ ვერსაძე („ახალგაზრდობა იმარჯვებს“, 1928), გელა („მზაღო და გელა“, 1933), თედო („ნარინჯის ველი“, 1937), არისტო („მეგობრობა“, 1940) და სხვა; მეორე რეჟისორად მუშაობდა ფილმებზე: „ჯურღაის ფარი“ (1944), „ჭირვეული მეზობლები“ (1945) და სხვა. ძირითადად იღებდა კინოკომედიებს. დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: „ჭრიჭინა“ (1954), „მე ვიტყვი სიმართლეს“ (1957), „განაჩენი“ (1959), „უდიპლომო სასიძო“ (1961), „ტარიელ გოლუა“ (1968), „მხიარული რომანი“ (1972), „ჩირიკი და ჩიკოტელა“ (1975, რ. ხოტივართან ერთად) და სხვა; ხოტივარის ახალი რედაქციით გამოვიდა ფილმები „ჟუჟუნას მზითევი“ (1965), „მამის მკვლელი“ (1980) და სხვა; დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

Remove ads

ფილმოგრაფია

ფილმების დამდგმელი რეჟისორი

სცენარის ავტორი ფილმებისა

გადაღებულია ფილმებში

Remove ads

ჯილდოები და აღიარება

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads