ლიბიის პირველი სამოქალაქო ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ლიბიის სამოქალაქო ომი — შეიარაღებული კონფლიქტი ჩრდილო-აფრიკულ სახელმწიფო ლიბიაში, მუამარ კადაფის მომხრეებსა და ანტისამთავრობო ძალებს შორის.
2011 წლის 15 თებერვალს დაიწყო მშვიდობიანი ანტისამთავრობო გამოსვლები. გამოსვლების საბაბი გახდა ეგვიპტისა და ტუნისის რევოლუციები. პროტესტანტები გამოვიდნენ მუამარ კადაფის მმართველობის წინააღმდეგ, რომელიც 1969 წლიდან დგას ხელისუფლების სათავეში. ასევე მოითხოვდნენ პრემიერ-მინისტრ ბაღდადი მაჰმუდის დაუყოვნებლივ გადადგომას.
სამოქალაქო ომი საბოლოოდ მუამარ კადაფის მკვლელობითა და მისი რეჟიმის დამხობით დასრულდა.
Remove ads
ქრონიკა
16 თებერვალს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ბენღაზიში. ადგილობრივი მედიის ცნობით, საპროტესტო აქცია, რომელიც პოლიციასთან და მთავრობის მომხრეებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, ადგილობრივი უფლებადამცველის დაპატიმრებას მოჰყვა.[22]
17 თებერვალს ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ასობით მხარდამჭერი შეიკრიბა ტრიპოლიში, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ ინტერნეტით გავრცელებული მოწოდებებისთვის დედაქალაქში ანტი-სამთავრობი, „მრისხანების დღის“ აქციის ჩატარების თაობაზე - რომელიც ეგვიპტესა და ტუნისში მომხდარი ამბოხებებით არის შთაგონებული.[23]
18 თებერვალს მღელვარების მონაწილეებმა დაიკავეს ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი ელ-ბაიდა.[24]
20 თებერვალს ქალაქ ბენღაზიში, შეტაკებების დროს დაღუპული ადამიანების სამგლოვიარო პროცესიის დროს ქვეყნის უშიშროების ძალებმა პროცესიის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. შეტაკების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 14 დაშავდა.[25]
21 თებერვალი – ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის შვილმა, საიფ ალ-ისლამ კადაფიმ განაცხადა, რომ ლიბია სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე დგას. ხელისუფლება უკანასკნელ ტყვიამდე დაიცავს თავს და თუ მოვლენები ქუჩებში არ დასრულდება, ლიბიას ათასობით დაღუპულის დატირება მოუწევსო.[26] როგორც საინფორმაციო საგენტოები იუწყებიან დედაქალაქ ტრიპოლიში 160 ადამიანია დაღუპული.[27]
22 თებერვალი – ლიბიის ხელისუფლებამ დედაქალაქ ტრიპოლისა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საჰაერო შეტევა განახორციელა დემონსტრანტებზე. გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულია ასობით ადამიანი.[28] ამავე დღეს ლიბიის ორი ავიაგამანადგურებელი გაუფრთხილებლად მალტის ერთ-ერთ აეროდრომზე დაეშვა, მისი პილოტები პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ.[29]
23 თებერვალი – ლიბიის აღმოსავლეთს ოპოზიცია აკონტროლებს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი აბდელ ფატაჰ იუნის ალ-აბიდი, გადადგა და ჯარსა და პოლიციას მოუწოდა აჯანყებულთა მხარეს გადასულიყო.[30]
24 თებერვალი – მუამარ კადაფის მომხრე არმიის ნაწილებმა იერიში მიიტანეს ანტისამთავრობო შეიარაღებულ რაზმებზე ქალაქ მისრათაში, ელ-ზავიაში. კადაფი თავს აფარებს ტრიპოლის.[31]
27 თებერვალი – ანტისამთავრობო გმოსვლების ფონზე ლიბიაში, ქვეყნის ლიდერ მუამარ კადაფის დაპირისპირებულმა მხარეებმა ალტერნატიული მთავრობა შექმნეს, რომელსაც იუსტიციის ექს-მინისტრი მუსტაფა აბდელ-ჯალილი უხელმძღვანელებს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია მესაზღვრების მიერ პოსტების მიტოვებისა და დემონსტრანტებთან შეერთების შესახებ.[32]
29 აგვისტოს - აჯანყებულებმა აიღეს ქალაქი ღადამესი. კდაფის ოჯახის წევრები ალჟირში გაიქცნენ.
22 სექტემბერი - ეროვნულ განმათავისუფლებელმა საბჭომ აიღო საბჰა და იქ ქიმიური იარაღის დიდი საწყობის აღმოჩენის შესახებ გამოაცხადა.[33]
ოქტომბრის შუა რიცხვებში აჯანყებულები აკონტროლებდნენ სურთის უმეეს ნაწილს და მიდიოდა ქალაქის ცენტრისთვის ბრძოლა სადაც კადაფის მოხრეთა დდი ძალები იყო გამაგრებული.[34] 20 ოქტომბერს აჯანყებულები მთლიან ქალაქს აკონტროლებდნენ და გამოაცხადეს რომ კადაფი მოკლეს.[35][36]
Remove ads
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- Crawford, Alex (2012). Colonel Gaddafi's Hat. London: Collins. ISBN 978-0-00-746730-3.
- Hilsum, Lindsey (2012). Sandstorm: Libya in the Time of Revolution. London: Faber and Faber.
- Morayef, Heba (2009). Truth and Justice Can't Wait – Human Rights Developments in Libya Amid Institutional Obstacles. New York: Human Rights Watch. ISBN 978-1-56432-563-1.
- Roberts, Hugh (17 November 2011). „Who said Gaddafi had to go?“. London Review of Books. 33 (22): 8–18. ციტირების თარიღი: 14 November 2011.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- St. John, Ronald Bruce (2011). Libya – Continuity and Change. New York: Routledge. ISBN 978-0-415-77977-7.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads