ლილი იოსელიანი

From Wikipedia, the free encyclopedia

ლილი იოსელიანი
Remove ads

ლილი (ელენე) კონსტანტინეს ასული იოსელიანი (დ. 25 მარტი, 1922, თბილისი — გ. 14 მაისი, 2014, იქვე) ― ქართველი რეჟისორი. პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1976).

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოსელიანი.
სწრაფი ფაქტები ლილი იოსელიანი, დაბადების თარიღი ...
Remove ads

ბიოგრაფია

ლილი (ელენე) იოსელიანი დაიბადა 1922 წლის 25 მარტს. მისი მშობლები იყვნენ ალექსანდრა ჟღენტი და კონსტანტინე იოსელიანი. ძმა — ჯაბა იოსელიანი.

1945 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (პროფესორ გიორგი ტოვსტონოგოვის კლასი). 1946–1949 წლებში იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრის, ხოლო 1949–1957, 1960–1962 და 1965–1966 წლებში მარჯანიშვილის თეატრის დამდგმელი რეჟისორი. 1957–1960, 1962–1963, 1966–1969 წლებში იყო გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1963–1965 წლებში კი თბილისის სანკულტურის თეატრის მთავარი რეჟისორი. 1969–1972 წლებში იყო რუსთაველის თეატრის დამდგემელი რეჟისორი.

ამ თეატრების გარდა ცალკეული დადგმები განახორციელა ქუთაისისა და რუსთავის თეარებში.

1945 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა თეატრალურ უნივერსიტეტში.

ლილი იოსელიანი 2014 წლის 14 მაისს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

Remove ads

მნიშვნელოვანი დადგმები

Remove ads

ფილმოგრაფია

მასზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი „ოსტატობის გაკვეთილი“.

წიგნები

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads