ლურსმული დამწერლობა

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

ლურსმული დამწერლობა, სოლისებრი დამწერლობა — დამწერლობის ძველი სახეობა, რომელიც გავრცელებული იყო წინა აზიასა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ რეგიონში[1]. იგი შექმნეს შუმერებმა ძვ. წ. III ათასწლეულში. III ათასწლეულის შუა ხანებში შუმერებმა ლურსმული დამწერლობა გამოიყენეს სიტყვიერ–მარცვლოვანი დამწერლობისთვის, რომელშიც სიტყვის ფუძე აღინიშნებოდა იდეოგრაფიულად, ხოლო გრამატიკული ელემენტები და დამხმარე სიტყვები — შესაბამისი მარცვლებით[1]. შუმერებმა თავდაპირველად ლურსმული დამწერლობა შედგებოდა პიქტოგრამებისგან, მაგრამ რადგან საწერად გამოიყენებოდა რბილი თიხის ფილა და ლერწმის ღერი, ამ ინსტრუმენტებით პიქტოგრამების ხატვა არ იყო მარტივი და სიმბოლოები ლურსმის ფორმის შტრიხებად გარდაიქმნენ. ამიტომაც ეწოდება დამწერლობას ლურსმული. დამწერლობობის მიმართულება თავდაპირველად იყო ვერტიკალური და მარჯვნიდან მარცხნივ, ხოლო შემდგომ ჰორიზონტალური და მარცხნიდან მარჯვნივ[1].

სწრაფი ფაქტები ლურსმული დამწერლობა ...

შუმერული დამწერლობა III ათასწლეულის შუა ხანებში გადაიღეს აქადურში, ელამურში, ხურიტულში, ლუვიურში, ხეთურში და ურარტულში.[1] ამრიგად ლურსმული დამწერლობა პირველი საერთაშორისო დამწერლობა გახდა.

Remove ads

ისტორია

Thumb
Thumb
შუმერული დოკუმენტი ძვ. წ. XXVI საუკუნე
Thumb
წერილი ლაგაშის მეფეს ურუქაგინას მისი ვაჟის ბრძოლაში დაღუპვის შესახებ. ძვ. წ. XXV საუკუნე

უძველესი წერილობითი დოკუმენტები ნაპოვნია ურუქში და მიეკუთვნება ძვ. წ. XXXIV საუკუნეს. დამწერლობა გამოიყენებოდა აღრიცხვისთვის, თიხის ფირფიტაზე აღინიშნებოდა საქონლის ტიპი და რაოდენობა. მოგვიანებით პიქტოგრამის გრაფიკა 90 გრადუსით შეტრიალდა და გამარტივდა, დაახლოებით ძვ. წ. XXIX საუკუნეში კი პიქტოგრამები გარდაიქმნა იდეოგრამებად, ანუ სიმბოლო უკვე არა მხოლოდ საგანს, არამედ რაიმე ცნებას აღნიშნავდა, მაგალითად ნიშანი „ჩიტისა“ და „კვერცხის“ კომბინაცია აღნიშნავდა ნაყოფიერებას, ხოლო სიმბოლო „ფეხი“ სიარულსაც ნიშნავდა.

ძვ. წ. III ათასწლეულის შუა პერიოდში პიქტოგრამები გარდაიქმნა ლურსმნის ფორმის შტრიხებად, იდეოგრამები კი სილაბური, ანუ მარცვლოვანი დამწერლობით შეიცვალა.

ძვ. წ. XXX საუკუნეში არსებობდა დაახლოებით 1500 სიმბოლო, შემდეგ სიმბოლოთა რაოდენობა 600-მდე შემცირდა და სიმბოლოებმა ფონეტიკური მნიშვნელობა შეიძინა.

თავდაპირველად იწერებოდა მარცხნიდან მარჯვნივ ზემოდან ქვემოთ, მესამე ათასწლეულში კი ვერტიკალური მიმართულება ჰორიზონტალურით შეიცვალა, პიქტოგრამების შტრიხებით შეცვლამ კი საგრძნობლად გაამარტივა წერა.

აქადური ლურსმული

დაახლოებით ძვ. წ. XXV საუკუნეში დაიწყო შუმერული ლურსმული დამწერლობის აქადური ენისთვის მორგება, რადგან დამწერლობა მარცვლოვანი არის და შუმერული ენა ძალიან განსხვავდება სემიტური ენებისგან, მორგებასაც დაეტყო ეს. ამიტომაც, ბაბილონური წარწერების გაშიფრვისას ლინგვისტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს დამწერლობა არა სემიტური, არამედ სხვა, უცნობი ტიპის ენისთვის იყო შექმნილი.

Remove ads

ლიტერატურა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads