მამათი

სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia

მამათი
Remove ads

მამათისოფელი გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: მამათი, კონჭკათი, ქვედა მამათი, შათირი). მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთით, მდინარე აცაურის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 300 მეტრ სიმაღლეზე, ლანჩხუთიდან 16 კმ. სოფელში გადის ლანჩხუთი-ოზურგეთის საავტომობილო გზა. სოფელში დგას ეკლესია, მოქმედებს საექიმო ამბულატორია.[2] და საჯარო სკოლა. შემორჩენილია საბჭოთა პერიოდის ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც ამჟამად სკოლაა განთავსებული.[3]

სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
Remove ads

ისტორია

მამათი მოხსენებულია XVII საუკუნის დასაწყისის გულანებში. სავარაუდოდ სოფელმა სახელწოდება აქ არსებული მამათა მონასტრის გამო მიიღო. მამათის წმინდა იაკობ მოციქულის ეკლესია სხვა ეკლესიებთან ერთად (ბაილეთის ეკლესია, ჩეხედანას ეკლესია) იერუსალიმის უფლის საფლავისთვის იყო შეწირული. იერუსალიმის პატრიარქი წელიწადში ერთხელ სტუმრობდა ამ სოფლებს. აქ ინახებოდა იერუსალიმიდან გადმოსვენებული წმინდა იაკობის ხატი. ხით ნაგებ ეკლესიას გარს ქვის გალავანი ერტყა. XIX საუკუნის დამდეგს მისი მამული გიორგი ბატონიშვილმა მიიტაცა.

ადრე სოფელში წაბლის ხის 4 ეკლესია იდგა, მათგან ორი წმინდა კვირიკეს და წმინდა იაკობის სახელობისა. ცნობილია ბოლო მღვდლების სახელებიც: თევდორე და კალისტრატე ხელაძეები. ამჟამად წმინდა კვირიკეს სახელობის ეკლესიის ნატაძრალთან ახლოს, სოფელ მამათისა და ძიმითის საზღვარზე აშენებულია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. მამათი ძიმითის სასოფლო საზოგადოებას მიეკუთვნებოდა. 1859 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა, სადაც 1869-74 წლებში გიგო შარაშიძე ასწავლიდა. 1899 წელს სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა-სამკითხველო.[4]

საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მემინდვრეობა. მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა.

Remove ads

მოსახლეობა

მეტი ინფორმაცია აღწერის წელი, მოსახლეობა ...

ცნობილი ადამიანები

მამათში დაიბადბენ:

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983.  გვ. 393.
  • ქართველიშვილი თ., გურიის საეპისკოპოსოები, თბილისი: „არტანუჯი“, 2006.  გვ. 81, ISBN 99940-11-89-8.

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads