მელაანი

From Wikipedia, the free encyclopedia

მელაანი
Remove ads

მელაანისოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ–დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 750 მეტრი, გურჯაანიდან 25 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1079 ადამიანი. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]

Remove ads

ისტორია

სოფლის ტერიტორიიდან ცნობილია პალეონტოლოგიური მასალები, ცხოველთა გაქვავებული ძვლების სახით. სოფლის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან დასახლდა. არქეოლოგიური მასალით მტკიცდება ხანგრძლივი დროის მანძილზე ადამიანის უწყვეტი ცხოვრების კვალი მელაანის და მის გარშემო ტერიტორიაზე, რასაც ხელს უწყობდა სოფლის მდებარეობა. ბუნებრივი პირობები ხელსაყრელი იყო მეურნეობის მრავალი დარგის, მათ შორის მემინდვრეობის, მესაქონლეობის და განსაკუთრებით მევენახეობის განვითარებისათვის.

გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში მელაანში, მელი-ღელესა და არაშენდას მახლობლად სამოსახლოსაგან გამოყოფილი ოთხი სამლოცველო ყოფილა, რაც მკვლევარებს აფიქრებს რომ აქ რაღაც რელიიური ცენტრი არსებობდა. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ამ მხარის ტოპომინიკა: მელაანი, მელიღელე, გადრეკილი, რაც შესაძლოა საქართველოში გავრცელებულ ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებების „მელია ტულეპიას“ და „ადრეკილიას“ სახელწოდებებს უკავშირდება. წარმართული პერიოდის სამლოცველოებში აღმოჩენილია ათასობით არტეფაქტი: ბრინჯაოს სატევრები, ბრინჯაოს მინიატურული საკულტო დანიშნულების ფიგურები, სხვადასხვა ფორმის და დანიშნულების კერამიკული ნაწარმი, სამკაულები და სხვა ნივთები.[3]

ძვ. წ. I ათასწლეულში მელაანი სკვითებს დაულაშქრავთ (ამას მოწმობს სოფელში აღმოჩენილი ბრინჯაოს სკვითური ისრის პირები). კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ, XVI საუკუნის შუა წლებიდან სოფელი ჭერემის საეპისკოპოსოს დაქვემდებარებაში იყო. ამ საეპისკოპოსოს გაუქმების შემდეგ, თეიმურაზმა და ერეკლემ მელაანი ბოდბელ მეტროპოლიტ იოანეს გადასცეს. პარალელურად სოფლის ყმა-მამულზე ცალკეულ ფეოდალთა ანდრონიკაშვილები, მოურავისშვილების, ყარაბუდაღიშვილების უფლებებიც გავრცელდა. 1802 წელს სოფელი მელაანი ლეკებმა ააოხრეს.


Remove ads

დემოგრაფია

მეტი ინფორმაცია აღწერის წელი, მოსახლეობა ...

მელაანში გავრცელებული გვარებია: ასკილაშვილი, ირომაშვილი, მესხიშვილი, ჯავახიშვილი, ელიზბარაშვილი, ბერუაშვილი და ა.შ.[4]

სოფლის სახალხო დღესასწაულებია „სამებობა“ და „გიორგობა“.

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads