მთიანეთი

From Wikipedia, the free encyclopedia

მთიანეთი
Remove ads

მთიანეთიდედამიწის ზედაპირის ვრცელი მთიანი უბანი, რომელიც წარმოადგენს პლატოების, ქედების, მასივებისა და ზოგჯერ ფართო ქვაბულების ერთობლიობას, რომელსაც აქვს მაღლა აზიდული დაუნაწევრებელი საერთო კვარცხლბეკი.[1]

Thumb
სომხეთის მთიანეთი
Thumb
ტიბეტის მთიანეთი

მთიანეთი ჩვეულებრივ, ყალიბდება თანამედროვე მთათწარმოშობის ტექტონიკურად მოძრავ მხარეებში და განლაგებულია მაღლა აზიდული მასივის საფუძველში. მთიანეთისთვის ნიშანდობლივია მნიშვნელოვანი აბსოლუტური და შედარებით მცირე შეფარდებითი სიმაღლეები. ზოგჯერ მთიანეთი ვულკანური წარმოშობისაა და მის ფარგლებში გვხვდება რელიეფის სხვადასხვა ფორმა.[2]

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია ირანის მთიანეთი, რომლის ფართობია 2,7 მლნ. კმ². სიდიდით გამოირჩევა აგრეთვე ტიბეტის მთიანეთი (ფართობი დაახლოებით 2 მლნ. კმ²), მექსიკის მთიანეთი (ფართობი დაახლოებით 1200 კმ²), სომხეთის მთიანეთი (ფართობი 400 ათ. კმ²), მესეტა (ფართობი დაახლოებით 200 ათ. კმ²), ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიანეთი (40 ათ. კმ²) და სხვა მრავალი.

საქართველოს სამხრეთ ნაწილში ვრცელდება სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთი, რომელიც საქართველოს სხვა დანარჩენი ნაწილებისაგან იმით განსხვავდება, რომ აქ დიდ აბსოლუტურ სიმაღლეზე ვრცელი ვაკეებია. ვაკეებთან ერთად ამ ნაწილში ქედებიცაა, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ძირითადად სტრუქტურული, ეროზული და დენუდაციური ფორმები.[3]

ტერმინი „მთიანეთი“ ზოგჯერ გამოიყენება როგორც მაღლა აზიდული პლატოს სინონიმი.[2]

Remove ads

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads