მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

From Wikipedia, the free encyclopedia

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
Remove ads

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (ინგლ. World Economic Forum, WEF; 1971 წ.-დან 1986 წ.-მდე მენეჯმენტის ევროპული ფორუმი, ინგლ. European Management Forum[2]) — საერთაშორისო არასამთავრობო და ლობისტური[3] ორგანიზაცია. დაარსდა 1971 წლის 24 იანვარს გერმანელი ინჟინერისა და ეკონომისტის კლაუს შვაბის მიერ შვეიცარიაში, ჟენევის კანტონ კოლონიში.

სწრაფი ფაქტები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, დევიზი ...

ორგანიზაცია ცნობილია შეხვედრებით შვეცარიის კურორტ დავოსში, სადაც ყოველწლიურად იკრიბება მსოფლიოს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ელიტა. ფორუმის ხშირ სტუმრებს შორის ასევე არიან: ჯორჯ სოროსი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ტონი ბლერი, Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და U2-ს სოლისტი მომღერალი ბონო.[4]

ფორუმი გვთავაზობს გლობალიზებულ სამყაროს, რომელიც საუკეთესოდ იმართება ტრანსნაციონალური კორპორაციების, მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ შერჩეული კოალიციის მიერ,[5] რაც გამოიხატება ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა „დიდი გადატვირთვა“[6] და „გლობალური გარდაქმნა“.[7][8] ფორუმი გლობალური არასტაბილურობის პერიოდებს — როგორიცაა 2007-2008 წლების ფინანსური კრიზისი და COVID-19 პანდემია — მიიჩნევს პროგრამული ძალისხმევის გაძლიერების შესაძლებლობად.[9]

1991 წლის შემდეგ პირველად 2022 წლის ფორუმი რუსეთის დელეგაციის გამოკლებით ჩატარდა, რაც The Wall Street Journal-მა აღწერა როგორც „გლობალიზაციის დასასრულის“ ნიშანი.[10]

მეტი ინფორმაცია წელი, თარიღი ...
Remove ads

წარმომადგენლები საქართველოდან

ქართველი პირველი პირების სია, რომლებიც ესწრებოდნენ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დავოსში:

Remove ads

სქოლიო

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads