მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (ინგლ. World Economic Forum, WEF; 1971 წ.-დან 1986 წ.-მდე მენეჯმენტის ევროპული ფორუმი, ინგლ. European Management Forum[2]) — საერთაშორისო არასამთავრობო და ლობისტური[3] ორგანიზაცია. დაარსდა 1971 წლის 24 იანვარს გერმანელი ინჟინერისა და ეკონომისტის კლაუს შვაბის მიერ შვეიცარიაში, ჟენევის კანტონ კოლონიში.
ორგანიზაცია ცნობილია შეხვედრებით შვეცარიის კურორტ დავოსში, სადაც ყოველწლიურად იკრიბება მსოფლიოს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ელიტა. ფორუმის ხშირ სტუმრებს შორის ასევე არიან: ჯორჯ სოროსი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ტონი ბლერი, Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და U2-ს სოლისტი მომღერალი ბონო.[4]
ფორუმი გვთავაზობს გლობალიზებულ სამყაროს, რომელიც საუკეთესოდ იმართება ტრანსნაციონალური კორპორაციების, მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ შერჩეული კოალიციის მიერ,[5] რაც გამოიხატება ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა „დიდი გადატვირთვა“[6] და „გლობალური გარდაქმნა“.[7][8] ფორუმი გლობალური არასტაბილურობის პერიოდებს — როგორიცაა 2007-2008 წლების ფინანსური კრიზისი და COVID-19 პანდემია — მიიჩნევს პროგრამული ძალისხმევის გაძლიერების შესაძლებლობად.[9]
1991 წლის შემდეგ პირველად 2022 წლის ფორუმი რუსეთის დელეგაციის გამოკლებით ჩატარდა, რაც The Wall Street Journal-მა აღწერა როგორც „გლობალიზაციის დასასრულის“ ნიშანი.[10]
Remove ads
წარმომადგენლები საქართველოდან
ქართველი პირველი პირების სია, რომლებიც ესწრებოდნენ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დავოსში:
- 2004 წლის 19 იანვარი — მიხეილ სააკაშვილი (პრეზიდენტი).[14][15][16]
- 2012 წლის 25 იანვარი — ნიკოლოზ გილაური (პრემიერ-მინისტრი).[17]
- 2013 წლის 23-24 იანვარი — ბიძინა ივანიშვილი (პრემიერ-მინისტრი).[18][19]
- 2014 წლის 23 იანვარი — ირაკლი ღარიბაშვილი (პრემიერ-მინისტრი).[20]
- 2015 წელი 21-24 იანვარი — ირაკლი ღარიბაშვილი (პრემიერ-მინისტრი).[21]
- 2016 წელი 21 იანვარი — გიორგი კვირიკაშვილი (პრემიერ-მინისტრი).[22]
- 2017 წელი 19 იანვარი — გიორგი კვირიკაშვილი (პრემიერ-მინისტრი).[23]
- 2018 წლის 23 იანვარი — გიორგი კვირიკაშვილი (პრემიერ-მინისტრი).[24]
- 2019 წლის 22-25 იანვარი — მამუკა ბახტაძე (პრემიერ-მინისტრი).[25]
- 2020 წლის 21-24 იანვარი — გიორგი გახარია (პრემიერ-მინისტრი).[26]
- შეხვედრა გადაიდო პანდემიის გამო
- 2022 წლის 25 მაისი — ირაკლი ღარიბაშვილი (პრემიერ-მინისტრი).[27][28]
- 2023 წლის 18-19 იანვარი — ირაკლი ღარიბაშვილი (პრემიერ-მინისტრი).[29][30]
Remove ads
სქოლიო
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads