ნაქერალის ქედი
ქედი საქართველოში, კახეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ნაქერალის ქედი — ქედი საქართველოში, კახეთის მხარის ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. კახეთის კავკასიონის სამხრეთი განშტოება, მდინარეების სტორისა (ალაზნის მარცხენა შენაკადი) და ალაზნის წყალგამყოფი. აგებულია ქვედა და შუაიურული ასპიდური ფიქლებითა და თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და არკოზული ქვიშების ლინზებით. ჩრდილოეთი მონაკვეთის დასავლეთი კალთა ინტენსიური გამოფიტვა-გადარეცხვის ობიექტია. დასერილია მრავალრიცხოვანი მდინარეების ვიწრო ხევებით. ჩრდილოეთ კალთაზე მყინვარული ფორმები — ცირკებია. თხემური ზოლი და ჩრდილოეთი მონაკვეთის კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით, დანარჩენი კალთები — ფოთლოვანი ტყით, სადაც ჭარბობს წიფელი.
Remove ads
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 334.
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads