ნაძალადევი (თბილისის მეტრო)
თბილისის მეტროსადგური From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ნაძალადევი (ყოფილი ოქტომბერი) — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც გოცირიძესა და სადგურის მოედან 1-ს შორის მდებარეობს. იგი 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. არქიტექტორები თ. თევზაძე და რ. კიკნაძე.[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]
ზედა სადგური მსუბუქი, მთლიანად შემინული ნაგებობაა. ქვედა სადგური სამ ნაწილადაა გაყოფილი გეგმით მართკუთხა პილონებით. გადახურვა არქიტრავულია. პილონები მოპირკეთებულია მონაცრისფრო მარმარილოთი, იატაკი — რუხი გრანიტის ფილებით.[1] მოსაცდელ დარბაზში კედელზე ა. გურგენიძის მიერ შესრულებული მოხატულობაა. პანოზე ღამეული ქალაქი და მიწის ქვეშ მოსიარულე მატარებლებია გამოსახული.
- ვესტიბიული
Remove ads
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads