ნაძალადევი (თბილისის მეტრო)

თბილისის მეტროსადგური From Wikipedia, the free encyclopedia

ნაძალადევი (თბილისის მეტრო)
Remove ads

ნაძალადევი (ყოფილი ოქტომბერი) — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც გოცირიძესა და სადგურის მოედან 1-ს შორის მდებარეობს. იგი 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. არქიტექტორები თ. თევზაძე და რ. კიკნაძე.[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]

სწრაფი ფაქტები „ნაძალადევი“, ამოსასვლელი ...

ზედა სადგური მსუბუქი, მთლიანად შემინული ნაგებობაა. ქვედა სადგური სამ ნაწილადაა გაყოფილი გეგმით მართკუთხა პილონებით. გადახურვა არქიტრავულია. პილონები მოპირკეთებულია მონაცრისფრო მარმარილოთი, იატაკი — რუხი გრანიტის ფილებით.[1] მოსაცდელ დარბაზში კედელზე ა. გურგენიძის მიერ შესრულებული მოხატულობაა. პანოზე ღამეული ქალაქი და მიწის ქვეშ მოსიარულე მატარებლებია გამოსახული.

Remove ads

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads