ოლეგ ბლოხინი

From Wikipedia, the free encyclopedia

ოლეგ ბლოხინი
Remove ads

ოლეგ ბლოხინი (უკრ. Оле́г Володи́мирович Блохі́н, რუს. Оле́г Влади́мирович Блохи́н; დ. 5 ნოემბერი, 1952, კიევი, უკრაინის სსრ, სსრ კავშირი) — უკრაინელი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1975), უკრაინის დამსახურებული მწვრთნელი (2005). სხვადასხვა დროს იცავდა კიევის „დინამოს“, შტაირის „ფორვერტსის“, ლიმასოლის „არისის“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის შვიდგზის (1974, 1975, 1977, 1980, 1981, 1985, 1986) ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის თასის ხუთგზის (1974, 1978, 1982, 1985, 1987), საბჭოთა კავშირის საფეხბურთო სუპერთასის სამგზის (1981, 1986, 1987), თასების მფლობელთა თასის ორგზის (1975, 1986) და უეფა-ს სუპერთასის (1975) მფლობელი კიევის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სამგზის საუკეთესო ფეხბურთელი (1973, 1974, 1975) და ხუთგზის საუკეთესო ბომბარდირი (1972, 1973, 1974, 1975, 1977). საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენი ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით (112 მატჩი) და ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (42 გოლი). ევროპის საუკეთესო მოთამაშის ოქროს ბურთის მფლობელი (1975). 1982 წლის ესპანეთისა და 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე.[1]

სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, სრული სახელი ...

15-ჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში, აქედან 13-ჯერ პირველ ნომრად.[2][3]

Remove ads

ბიოგრაფია

ლეგენდარულმა ბომბარდირმა კარიერის საუკეთესო წლები კიევის „დინამოში“ გაატარა — 1969 წელს 17 წლისა ჩაირიცხა პირველ გუნდში და 1987 წლის ჩათვლით იცავდა მის ღირსებას. 1988–1989 წლები ავსტრიულ „ფორვერსტში“ გაატარა, ხოლო 1989–1990 წლებში ლიმასოლის ”არისში” თამაშობდა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, 432 შეხვედრაში 211 გოლი გაიტანა. ორივე ეს მიღწევა საუკეთესოა მსოფლიოში. 1974, 1975, 1977, 1980, 1981, 1985 და 1986 წლებში ბლოხინი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, ხოლო 1974, 1978, 1982, 1985 და 1987 წლებში თასს დაეუფლა. 1975 და 1986 წლებში თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში გაიმარჯვა, 1975 წელს კი ევროპის სუპერთასს დაეუფლა. 1975 წელს ოლეგ ბლოხინი „ფრანს ფუტბოლმა“ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და ოქროს ბურთი გადასცა. 1973, 1974 და 1975 წლებში ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 1972, 1973, 1974, 1975 და 1977 წლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ბომბარდირის ტიტული მოიპოვა. 2003–2007 და 2011–2012 წლებში უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 2007–2008 წლებში იყო საფეხბურთო კლუბ „მოსკოვის“ მთავარი მწვრთნელი. 2012–2014 წლებში კი კიევის „დინამოს“ ედგა სათავეში.

სანაკრებო კარიერა

1972–1988 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[4] რომლის შემადგენლობაში 112 შეხვედრას ატარებს და 42 ბურთი გააქვს.[5]

სანაკრებო სტატისტიკა

მეტი ინფორმაცია ეროვნული ნაკრები, წელი ...

მსოფლიო ჩემპიონატებზე

ოლეგ ბლოხინმა მსოფლიო ჩემპიონატების 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.[6][7][8][9]

მეტი ინფორმაცია ჩემპ., მასპინძელი ...
Remove ads

მიღწევები

საკლუბო

უკრაინის სსრ-ის დროშა დინამო კიევი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი (5): 1974, 1978, 1982, 1985, 1987
საბჭოთა კავშირის სუპერთასი
  • თასის მფლობელი (3): 1981, 1986, 1987
თასების მფლობელთა თასი
  • თასის მფლობელი (2): 1975, 1986
უეფა-ს სუპერთასი
  • თასის მფლობელი: 1975

ინდივიდუალური

Remove ads

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads