ოტო ლევი

From Wikipedia, the free encyclopedia

ოტო ლევი
Remove ads

ოტო ლევი[13] (გერმ. Otto Loewi; დ. 3 ივნისი, 1873, მაინის ფრანკფურტი — გ. 25 დეკემბერი, 1961, ნიუ-იორკი) — ავსტრიელი ფიზიოლოგი და ფარმაკოლოგი. დაამთავრა სტრასბურის უნივერსიტეტი. 1909–1938 წლებში იყო გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი; 1940 წლიდან ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, სამედიცინო კოლეჯის განყოფილების ხელმძღვანელი. ნერვული აგზნება ქიმიური გადაცემის თეორიის ერთ-ერთი შემქმნელი. აჩვენა, რომ გულის მოქმედების რეგულაცია (მასში ნერვული იმპულსების მიწოდება) ხორციელდება ნერვული დაბოლოებების მიერ გამოყოფილი ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერების (მედიატორის) მეშვეობით, რომელსაც შემდგომში აცეტილქოლინი ეწოდა. 1936 წელს მიენიჭა ნობელის პრემია (ჰენრი ჰალიტ დეილთან ერთად).[14]

სწრაფი ფაქტები ოტო ლევი, დაბ. თარიღი ...
Remove ads

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads