პაბლო საბალეტა

From Wikipedia, the free encyclopedia

პაბლო საბალეტა
Remove ads

პაბლო ხავიერ საბალეტა ხიროდი (ესპ. Pablo Javier Zabaleta; დ. 16 იანვარი, 1985, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი. თამაშობდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე. 2005 წლის მსოფლიო ჩემპიონი 20-წლამდელთა შორის,[3] 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი და 2014 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 2023 წლის იანვრიდან ალბანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა.

სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, სრული სახელი ...
Remove ads

ბიოგრაფია

ბუენოს-აირესში დაბადებული საბალეტა გაიზარდა არესიფესში. კარიერა დაიწყო 2002 წელს 12 წლის ასაკში, მას შემდეგ რაც ადგილობრივი „ობრას სანიტარიასიდან“ საფეხბურთო კლუბ სან-ლორენსო დე ალმაგროს ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა. თავდაპირველად იგი საყრდენ ნახევარმცველად თამაშობდა, მაგრამ შემდეგ მარჯვენა ნახევარმცველად განაგრძო თამაში.

საბალეტა „ესპანიოლში“ 2005 წელს 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, მას შემდეგ, რაც მისი კაპიტნობით არგენტინის 20-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა 2005 წლის ფიფას მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო. 2005–06 წლების სეზონში „ესპანიოლთან“ ერთად კოპა დელ რეის დაეუფლა, როდესაც ფინალში მისმა კლუბმა „რეალ სარაგოსას“ დამაჯერებელი ანგარიშით 4–1 მოუგო. საბალეტამ შეხვედრის მთელი 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა.

2007 წლის იანვარში მიღებულმა მხრის ტრავმამ მოედანს თითქმის სამი თვის განმავლობაში ჩამოაცილა, თუმცა ამ დროისთვის იგი უკვე გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ითვლებოდა. მოგვიანებით, სეზონის ბოლოს, მან მონაწილეობა მიიღო 2006–07 წლების უეფას თასის ფინალში, სადაც „ესპანიოლი“ პენალტების სერიაში ასევე ესპანურ „სევილიასთან“ დამარცხდა.

2008 წლის ზაფხულში, მას შემდეგ, რაც უარი თქვა „იუვენტუსის“ შეთავაზებაზე, საბალეტა პრემიერ-ლიგის კლუბ „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდა.[4] თავისი პირველი გოლი „სიტის“ რიგებში 2009 წლის 17 იანვარს „უიგან ატლეტიკის“ კარში გაიტანა და მატჩიც საბოლოოდ „ქალაქელთა“ გამარჯვებით 1–0 დამთავრდა.[5]

„მანჩესტერ სიტისთან“ ერთად საბალეტამ ინგლისური ფეხბურთის ყველა მთავარი ჯილდო მოიგო: ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის ლიგის თასი და ინგლისის სუპერთასი (იხ. საკლუბო მიღწევები).

2017 წლის ზაფხულში ლონდონურ კლუბ „ვესტ ჰემ იუნაიტედში“ გადასვლამდე საბალეტამ „მანჩესტერ სიტიში“ ცხრა სეზონის განმავლობაში 333 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირის ჩათვლით.

2020 წლის 16 ოქტომბერს საბალეტამ თავისი პროფესიული საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

Remove ads

სანაკრებო კარიერა

მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2005 წლის 17 აგვისტოს საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში უნგრეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა. მატჩი ბუდაპეშტის ფერენც პუშკაშის სტადიონზე გაიმართა და მას 27 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. არგენტინელთა ღირსებას იცავდნენ: ლეო ფრანკო, რობერტო აიალა, გაბრიელ ჰაინცე, ლუკას ბერნარდი, ანდრეს დ'ალესანდრო,[კომ. 1] ლუჩო გონსალესი, მაქსი როდრიგესი, ლიონელ სკალონი, ხუან პაბლო სორინი, ერნან კრესპო, ლისანდრო ლოპესი[კომ. 2]. საბალეტა შეხვედრის 82-ე წუთზე ლუჩო გონსალესის ნაცვლად შემოვიდა მოედანზე. შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით 2–1 დამთავრდა.[6]

მომდევნო სამი შეხვედრა, რომელიც საბალეტამ ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა, არგენტინელთათვის წარუმატებელი აღმოჩნდა. 2005 წლის 3 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში გამართული შეხვედრა არგენტინელებმა მინიმალური სხვაობით (0–1) პარაგვაელებთან წააგეს. ეს იყო საბალეტას მეორე სანაკრებო მატჩი, ხოლო მესამედ არგენტინელთა რიგებში მან ზუსტად ერთი წლის შემდეგ 2006 წლის 3 სექტემბერს ბრაზილიელთა წინააღმდეგ „ემირეიტსზე“ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ბრაზილიელებმა 3–0 მოიგეს.[7] მომდევნო და რიგით მეოთხე სანაკრებო შეხვედრა იყო ესპანელებთან გამართული ამხანაგური მატჩი, რომელიც მურსიაში, ნუევა-კონდომინაზე შედგა და შავი ერნანდესისა და დავიდ ვილიას გოლების წყალობით მასპინძელთა გამარჯვებით 2–1 დამთავრდა.[8]

2007 და 2009 წლებში საბალეტას ეროვნული ნაკრების მიერ ჩატარებულ მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო 2010 წელს მხოლოდ ერთი სანაკრებო მატჩი ითამაშა.

სანაკრებო მატჩები

მეტი ინფორმაცია №, თარიღი ...
  1. 4–5 (პენ.) ურუგვაის ნაკრების სასარგებლოდ
  2. 4–2 (პენ.) არგენტინის ნაკრების სასარგებლოდ
  3. 5–4 (პენ.) არგენტინის ნაკრების სასარგებლოდ
  4. 4–1 (პენ.) ჩილეს ნაკრების სასარგებლოდ

არგენტინის ოლიმპიურ ნაკრებში

არგენტინის ოლიმპიურ ნაკრებში მან 2008 წლის 6 თებერვალს გვატემალის ნაკრების წინააღმდეგ ლოს-ანჯელესის „მემორიალ კოლიზეუმზე“ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი არგენტინელებმა 5–0 მოიგეს.[67][68][69][70][71]

ასევე იყო 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე არგენტინის ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრი, სადაც მან ექვსივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გუნდთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

ოლიმპიურ თამაშებზე ჩატარებული მატჩები

მეტი ინფორმაცია №, თარიღი ...
Remove ads

მიღწევები

Thumb
საბალეტა მანჩესტერ სიტის მიერ ინგლისის თასის მოგების შემდგომი ზეიმისას 2011 წლის მაისში

საკლუბო

ესპანეთის დროშა ესპანიოლი
ინგლისის დროშა მანჩესტერ სიტი

სანაკრებო

არგენტინის დროშა არგენტინის 20-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები
არგენტინის დროშა არგენტინის ოლიმპიური ნაკრები
არგენტინის დროშა არგენტინის ეროვნული ნაკრები

ინდივიდუალური

  • პრემიერ-ლიგის წლის გუნდის წევრი: 2012–13[87]
  • „მანჩესტერ სიტის“ თვის საუკეთესო მოთამაშე: იანვარი 2009,[88] დეკემბერი 2012,[89] იანვარი 2013[90]
  • „მანჩესტერ სიტის“ წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2013

სტატისტიკა

საკლუბო

მეტი ინფორმაცია კლუბი, სეზონი ...

სანაკრებო

მეტი ინფორმაცია ეროვნული ნაკრები, წელი ...
Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
მეტი ინფორმაცია სოციალური ქსელები, Twitter ...
მეტი ინფორმაცია ფოტო, ვიდეო და აუდიო, TCDb ...
მეტი ინფორმაცია თემატური საიტები ...
Remove ads

კომენტარები

  1. შეხვედრის 90-ე წუთზე ანდრეს დ'ალესანდრო მარიო სანტანამ შეცვალა.
  2. მატჩის 64-ე წუთზე ლისანდრო ლოპესის ნაცვლად ლიონელ მესი.

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads